დღის ამბები პოზიტივზე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ოცმა გამომცემლობამ დატოვა. მიზეზი, ასოციაციის გამგეობის 29 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებაა, სადაც გამომცემლებთან შეუთანხმებლად ასოციაციამ რუსული კანონი დაარეგისტრირა. გამომცემლების თქმით, ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, ხელმძღვანელობა დაერწმუნებინათ, რომ გაეუქმებინათ რეგისტრაცია, თუმცა უშედეგოდ. მათი შეფასებით, გამომცემლობებისთვის რუსული კანონი მიუღებელი და დამაზიანებელია.
….
31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიაში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენის, Expovina-ს საგამოფენო სივრცე ცხრა გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც.
გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრო, რომლის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე Expovina-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა 2025 წელს, Expovina-ს რიგით 70-ე გამოფენაზე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.
….
თბილისის წიგნის დღეები” გაიხსნა. სამდღიან ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობას 35 გამომცემლობა და წიგნის 26 მაღაზია იღებს.
საათში ერთხელ, სცენას სხვადასხვა ავტორი დაიკავებს. დაგეგმილია პრეზენტაციები და დისკუსიები. ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ტარდება.
….
თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში, დღეს, თბილისის დროით 13:02 , მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ ხუთი მაგნიტუდა შეადგინა.
….
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას ფოტო-კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა.
კოლექციაში წარმოდგენილია სურათები, რომელიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო. სელას ნამუშევრებს იტალიაში მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა 1980-იან წლებში მიაკვლია. მან ფოტოების ერთი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს გადასცა. 2018 წელს კოლექცია შეივსო რეზო თაბუკაშვილის შვილის, ლაშა თაბუკაშვილის მიერ არქივისთვის გადაცემული ამავე შინაარსის სხვა ფოტოებით.
….
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას.
….
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან გამოფენაში – ProWine Shanghai, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, მათ შორის, ქარვისფერი ღვინის, ქართულ და ჩინურ კერძებთან შეხამების მასტერკლასი, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
….
ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა, – ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
….
საქართველოში 2024-2034 წლებში 217 ჰესის ამოქმე-დება იგეგმება, – ამის შესახებ ვკითხულობთ „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო-სისტემის“ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ათწლიან გეგმაში ასაშენებელ ჰესებს შორის იყო „ხობი 2 ჰესიც“, რომელიც ექსპლუატაციაში ოქტომბრის ბოლოს გაეშვა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტრო-სისტემის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში ჯამში 126 სადგური ფუნქციონირებდა.
….
2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 51.1%-იანი ზრდაა. აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.
უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად განპირობებული იყო დაგვიანებული რეგისტრაციებით.
„ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა მთლიანი გაყიდვების 78.6% შეადგინა.
….
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნო.
….
გასული 2 წლის რეკორდული ზრდის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავის ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ანგარიშის თანახმად, შემცირება განპირობებული იყო მი-გრანტების გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობით.
„ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია და 2025 წლისთვის ჩვენ ველოდებით ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას“, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
….
ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო მარშრუტი რეილ ბალტიკა, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 870 კილო-მეტრია, ბალტიისპირეთის სამ დედაქალაქს, ტალინს , რიგასა და ვილნიუსს ერთმანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
მარშრუტი, მოიცავს აეროპორტებსაც, მათ შორის, რიგის აეროპორტსა და სხვა საზღვაო პორტებს.
ცნობილია, რომ ესტონური ტერმინალის გახსნა 2028 წლის თებერვალში იგეგმება.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები