პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირა პრობლემებზე მეტყველებს დაულაგებელი სახლი

რა პრობლემებზე მეტყველებს დაულაგებელი სახლი

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სისუფთავისა და წესრიგისადმი ყველას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. თუ ზოგი ადამიანი რეგულარულად ასუფთავებს საცხოვრებელს, ზოგს შესაძლოა ბინის მოწესრიგება საერთოდ არ აღელვებდეს.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამის მიზეზი შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები იყოს.

არეულობა სახლში — ნამდვილი მიზეზები

არაერთმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ თუ ადამიანი თავს ბინის მოწესრიგებას ვერ აიძულებს, ეს მხოლოდ ნებისყოფის პრობლემებით არ არის განპირობებული.

როგორც კლინიკური ფსიქოლოგი სიუზან ჰეიტლერი ამბობს, ამას საფუძვლად შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ედოს. სამწუხარო ისაა, რომ რაც უფრო მატულობს არეულობა და უწესრიგობა სახლში, მით მეტად ღრმავდება აშლილობები — ნივთების ავტომატურად გადაადგილება და მტვრის გადაწმენდა ნამდვილად არ ეხმარება ადამიანს პრობლემების აღმოფხვრაში.

მუდმივი არეულობის ერთ-ერთი პირველი მიზეზი ნივთების შეგროვებით გატაცებაა. ერთია, როცა ადამიანი დროთა განმავლობაში გამოხშირავს შეგროვილ ნივთებს და სულ სხვაა, როცა ეს ჩვევა პათოლოგიურ შემგროვებლობაში გადადის.

შემგროვებლობის მთავარი სიმპტომია ძველი ნივთების შენახვა იმ იმედით, რომ ოდესმე ისინი აუცილებლად გამოდგება.

არეული საცხოვრებლის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სახლის მიმართ სიმპათიის ნაკლებობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს რაიმე მიზეზით არ მოსწონს თავისი საცხოვრებელი, მაშინ მას არც უჩნდება სურვილი, გახადოს იგი უფრო სუფთა და კომფორტული.

რა აშლილობაზე შეიძლება მიუთითებდეს არეულობა სახლში

ამის მიზეზი შესაძლოა იყოს:

უმწიფრობა, ანუ ინფანტილიზმი — ადამიანი შეიძლება იყოს ასაკთან შედარებით მეტად განვითარებული და პროფესიაში რეალიზებულიც კი, მაგრამ ამავე დროს — აბსოლუტურად მოუმზადებელი ყოველდღიური ყოფისთვის. ეს ჩვეულებრივ გამოიხატება იმით, რომ ადამიანს არ სურს პასუხისმგებლობის აღება ბინის მოწყობასა და სისუფთავეზე.

ქრონიკული სტრესი — დეპრესიამ, შფოთვამ, დანაკარგზე ნერვიულობამ თუ აპათიამ ადამიანს შესაძლოა შემგროვებლობისკენ უბიძგოს. ასეთ შემთხვევებში ადამიანი ამ გზით ცდილობს გაუმკლავდეს დარდს და ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს პრობლემები. მაგრამ, სამწუხაროდ, არეული სახლი კიდევ მეტად ამძაფრებს პრობლემას.
პროკრასტინაცია — საქმის სამომავლოდ გადადების ჩვევა. ამის მიღმა, როგორც წესი, იმალება არა მარტო მოტივაციის ნაკლებობა, არამედ საკუთარ ძალებში დაეჭვება, შინაგანი შიშები და პროტესტიც კი. ადამიანი ჯერ ვადებსა და შეთანხმებებს არღვევს, შემდეგ კი საკუთარ თავს საყვედურობს ამის გამო. და ასე დაუსრულებლად.

  ამ სავარჯიშოს შემდეგ, სამეფო დგომი გარანტირებულია!

ყურადღების დეფიციტი — ინგლისის რასკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიური ადამიანები ბევრად მიდრეკილი არიან ქაოსისა და არეულობისკენ. ქრონიკული არეულობა მათთვის ნამდვილად შეიძლება იყოს ერთგვარი მანიპულაცია ყურადღების მიპყრობის იმედით. გარდა ამისა, ისეც ხდება, რომ ადამიანები მარადიულ არეულობაში ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ ამჯობინებენ, რომ იმ იდეალური სურათის მიღწევა, რომელიც თავში აქვთ ჩამოყალიბებული, შეუძლებელი ჰგონიათ, და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ცდა არც კი ღირს. ნახევრად შესრულებულ საქმეს კი პირად წარუმატებლობად და კატასტროფად აღიქვამენ და ამიტომ ურჩევნიათ არც კი დაიწყონ მისი კეთება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.