სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 10 ივლისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 10 ივლისს

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, სავარაუდოდ, დღეს დაინიცირდება. ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია, თუმცა, ამავდროულად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გუნდში ამნისტიის ინიციატივაზე დიდი ხანია მუშაობენ და აღნიშნული საკითხის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირება შეცდომაა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს უჭერს, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ პატიმრების ბედით ვაჭრობას დაიწყებს.

****

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით, გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აუდიტმა სტანდარტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მოიცვა და სრული მოცულობით შემოწმდა სააგენტოში მოქმედი პროცესები.

****

თბილისში გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნებისთვის“. ღონისძიება გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გახსნა. მან პეველ ჰერჩინსკის გუშინდელი გზავნილები გაიზიარა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ კურსს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ კონფერენციას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

****

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა. დღევანდელი მონაცემებით დიალიზის სერვისი 50 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში, კი 3 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული.

****

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს დოჰაში განახლდება და მასში მონაწილეობას ეგვიპტის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები მიიღებენ. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები განიხილა.

****

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ.

  წელს, აბიტურიენტების რეგისტრაცია გვიან გამოცხადდება

ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

****

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში 9 ივლისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობენ.

****

სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უწყებებმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი გამოწვევები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები განიხილეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატს სისტემაში მიმდინარე პროექტებისა და პოზიტიური სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის სწორედ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით ვითარდება.

****

წუხელ ღამით რუსეთი უკრაინას შაჰედის ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14 მათგანის ჩამოგდება მოახერხა.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, დაღუპულია დაცვის თანამშრომელი და სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დაშავებული კი მეზღვაურია.

 

 

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.