ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები პირველ ივლისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები პირველ ივლისს

თბილისის მერია 60 ახალ თანამშრომელს ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის – უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ 60 ვაკანსიაზე კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე – hr.gov.ge. უკვე გამოქვეყნდა.

განაცხადის მიღების ვადა 14 ივლისამდეა. თანამდებობრივი სარგო კი 1 210 ლარს შეადგენს.

****

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა.  დაინტერესებული კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თუმცა, პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ ევროა.  ცნობისთვის, ბაზრის კვლევაზე წინადადებების წარდგენა დაინტერესებულ კომპანიებს 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

****

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესების კასკადი“ აფხაზეთის ტერიტორიაზე დენის მიწოდების ნაწილში, რეგულირებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურებისგან გათავისუფლდა.

ცვლილებების ავტორების განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებს რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური აფხაზეთის ტერიტორიაზე თითოეულ მიწოდებულ კვტ.სთ-ზე ყოველდღიურად ეკისრებოდათ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა.

****

სამშენებლო და სარემონტო სექტორის შესახებ კვლევის მიხედვით, „სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტის ნახევარზე მეტი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის“.

ჯამში 2023 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტმა 2.6 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიან იმპორტში თურქეთის წილი 34.4% იყო, ხოლო ჩინეთის 17.9%. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში სამშენებლო და სარემონტო მასალების, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის 9.5%-ის იმპორტი რუსეთიდან, 5.6% ირანიდან, 5.4% აზერბაიჯანიდან, 27.2% კი სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.

****

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფს 11-წლიან რეკორდულ დონეზე ზრდის, რომ “გაზპრომის” ბიუჯეტი შეავსოს, რადგან კომპანიამ ევროპული ბაზარი დაკარგა და გასული წელი თავის ისტორიაში რეკორდული სუფთა ზარალით დაასრულა. ბოლოს გაზის ტარიფის მკვეთრი, ანუ წელიწადში 15%-იანი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა. სახელმწიფო სათათბიროს ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ზავალნიმ ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ 2025 წლისთვის “გაზპრომის” ზარალი შესაძლოა, ტრილიონ რუბლამდე, ანუ 11,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს, რასაც შემოსავლების შემცირება, საგადასახადო ტვირთის გაზრდა და გაზიფიკაციის პროგრამისთვის დაკისრებული გადასახადი განაპირობებს. მისი თქმით, “გაზპრომს” „ექსპორტი მოეშლება,” ხარჯები კი „დარჩება.“

****

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად ყოველწლიურ კონკურსს აცხადებს.  კონკურსი მიზნად საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას ისახავს, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.    „კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართება: საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა, საუკეთესო სამშვიდობო იდეა და საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.  კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს 𝟑𝟎𝟎𝟎 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

****

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა თბილისში გამართულ რიგით მესამე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებაში მიიღო. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის, ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, სამდღიანმა სამიტმა მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ 700-ზე სტუმარს მოუყარა თავი. ქართველმა სტარტაპერებმა ანგელოზ ინვესტორებს თავიანთი სტარტაპები გააცნეს.

****

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს. ,,ის  ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დონის შემცირება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მისი ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობაა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

****

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, 29 და 30 ივნისს ღონისძიება აღარ გაიმართება.

„ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო!“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

****

ათასობით ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა იერუსალიმში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, მათ სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს და თავს დაესხნენ ულტრაორთოდოქსი მინისტრის ავტომობილს. საპასუხოდ, პოლიციამ, მათ დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი