ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო ''პოზიტივის'' დღის ამბები 18 ნოემბერი

რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 18 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

„800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესასმახური ავრცელებს.

****

ოპოზიციის ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირზე 24 საათიანი პროტესტი დააანონსა. შესაბამისი განცხადებები “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ  ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, საზოგადოებისთვის შემდგომი გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი და პროტრესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება სამართლიანი არჩევნები.

****

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით. სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კორპუსში მიმდინარეობს, განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება.

****

საქართველო, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა.

საქართველომ 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის არიან: იტალია, სომხეთი, ალბანეთი, უკრაინა, კვიპროსი, ესტონეთი, ესპანეთი, სან მარინო, ნიდერლანდები, პორტუგალია, ისლანდია და მალტა.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა

****

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ მოსკოვის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და ტულას ოლქების თავზე 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, კიევი, აღნიშნული დრონებით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა.

****

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იგი ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ლიცენზიის მფლობელი კომპანიები, თევზს მოპოვებასთან ერთად, ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის, ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა.

****

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

****

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

 

საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 წუთზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

****

თბილისში, გუშინ ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ე.წ. გაზის ბალონი, რის შედეგადაც დაზიანდა რამოდენიმე ავტომობილი და დაშავდა ერთი ადამიანი რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში კონტაკტურ მდგომარეობაში.

****

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, აფიფი “კონტაქტში იყო მაღალჩინოსნებთან და უშუალოდ მონაწილეობდა ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ ტერორისტული მოქმედებების წინსვლასა და განხორციელებაში”.

****

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, დამატებით გამოიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს მიღებული.

როგორც კალაძე აღნიშნავს, საცხოვრებელი ფართებით, მომავალი წლის ბოლომდე, 400-ვე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი დაკმაყოფილდება.

****

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა, ხანდაზმულთა და შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს.

****

თბილისის მერია სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვალა. შესაბამის მარშუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლებენ.

****

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ყურებას გულშემატკივარი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზეც შეძლებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკრანების მონტაჟს მერია, ტრადიციულად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აორგანიზებს.

****

დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დასავლური რაკეტებით დარტყმის აკრძალვა გაუქმდა. თუმცა, ასეთი რამ წინასწარ არ შეიძლება გამოცხადდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ.

****

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდ ება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები.

****

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობ-ასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

****

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიზეზი ძლიერი ყინვა და ლიპყინულია.

დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

****

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია „ენ სი თიმ“ მიწისქვეშა სამუშაოების დროს გაზსადენი დააზიანა, რის გამოც დაახლოებით, 6100 აბონენტს ბუნებრივი გაზი გაეთიშა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 18 ნოემბერს 18:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათისთვის დასრულდება.

****

რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ეს, ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის OMW-ს სასარგებლოდ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

****

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვრის 7 173 157-ჯერ კვეთა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულიდან 77% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში 2 748 806 შემოსვლა და 2 785 564 გასვლა დაფიქსირდა.

უდიდესი წილი კვლავაც რუსეთზე მოდიოდა რომელიც უცხოელთა 28% შეადგენს, თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში საქართველოდან 9 763-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

****

მიმდინარე წლის ოქტომბერში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, გაძვირდა. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში წლიურად 1.5%-ით შემცირდა კვერცხის ფასი.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში წლიურად 21.8%-ით გაძვირდა საფუარი, 16.4%-ით – კარაქი, 13.2%-ით – რძე, ხოლო ფქვილის ფასი 4.6%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია.

****

2024 წლის 31-ი ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჯამურმა და-გენერ-ირებულმა ამონაგებმა 1.34 მილიარდ ლარს მიაღწია.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.6%-ი შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.5% და 12.7% იყო”, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

****

ქართველი ფერმერები ხელისუფლებას კივის იმპორტზე კონტროლის გაძლიერებას სთხოვენ. მწარმოებლები ჩივიან, რომ არასაკმარისი ზედამხედველობის გამო, ირანული ხილის ექსპორტი იაპონიაში ქართულის სახელით ხდება.

ფერმერები ასევე ითხოვენ მთავრობისგან ადრე მიღებული დადგენილების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს ექსპორტიორებისთვის, რომლებიც მარკირების წესებს არღვევენ.

****

საქართველოდან მეორეული საბურავების ექსპორტი გაიზარდა. შარშან იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 95 300 დოლარის ღირებულების მეორეული ან შეკეთებული საბურავები. წელს იმავე პერიოდში კი რეექსპორტზე გავიდა 160 600 დოლარის ღირებულების საბურავები.

მეორეული საბურავების ექსპორტი ძირითადად ყირგიზეთსა და სომხეთში ხორციელდება.

რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში შემცირებულია.

შარშან  9 თვეში 15.3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მეორეული საბურავების იმპორტი განხორციელდა, ხოლო წელს საიმპორტო მაჩვენებლები 13.3 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

19 November, 2024
თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

ნოემბერი 20, 2024
საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

ნოემბერი 20, 2024
ყანის ჭლექი

ყანის ჭლექი

ნოემბერი 20, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ნოემბერი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ნოემბერი 20, 2024
როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

ნოემბერი 20, 2024
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

20 ნოემბერი 2024
დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

ნოემბერი 20, 2024
Roamingo – ქართული სტარტაპი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

Roamingo – ქართული სტარტაპი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ნოემბერი 20, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი