პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად თბილისის ყველა უბანში დღეს, 12:00 საათზე, მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბება – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
იხილეთ შეკრების ადგილები და განცხადება:
მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით უკვე ოთხი დღეა ოჯახი ეძებს პროფესორ გიორგი გახელაძეს უშედეგოდ.. პოლიცია ჩართულია საქმეში, თუმცა არაა ეს ყველაფერი საკმარისი..
ხვალ 12:00 საათზე თითოეულ უბანში შევიკრიბებით, მისაღები მისამართების მიხედვით და შემოვივლით ჩვენი უბნის ქუჩებს!
ვაკე – ვაკის პარკი მთავარი შესასვლელი 12:00 საათისაბურთალო – მეტრო დელისი 12:00 საათიდიდი დიღომი – ახალი პარკი მირიან მეფეზე 12:00 საათიდიღმის მასივი – გაგუას კლინიკის წინ 12:00 საათინახალოვკა- სანზონა – კიკვიძის პარკი 12:00 საათიგლდანი – მუხიანი – ახმეტელის მეტროს წინ 12:00 საათივარკეთილი/ისანი/სამგორი – ვარკეთილის მეტროს წინ 12:00 საათისადგურის მოედანი – თბილისი ცენტრალის შესასვლელი 12:00 საათიწერეთელი – პანთეონთან ტაძრის წინ 12:00 საათიავლაბარი – ავლაბრის მეტროს წინ 12:00 საათიმეტრო თავისუფლება/რუსთაველის და რიყეს მიმდებარე ტერიტორია – რუსთაველის მეტრო 12:00 საათი!!გთხოვთ ყველანი შემოგვიერთდით, თითოეული წუთი არის უმნიშვმელოვანესი და ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო! გაავრცელეთ ასევე თქვენს მეგობრებთანაც..
12:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ყველა უბანში, რადგან სავარაუდოდ საქმე გვაქვს ამნეზიასთან და შესაძლოა გადაადგილდებოდეს ყველგან შეიძლება იყოს! ყურადღება გაამახვილეთ ტაძრის ეზოებში და პარკებში, – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს მეოთხე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები.
ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599311090.