პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის...

პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენით, 4 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სამი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებულია დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული უძრავი ქონებები.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც პროკურატურამ ამოიღო და დააყადაღა, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მისი ინტერესების შესაბამისად დასრულების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, მსჯავრდებულებმა ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინეს, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ მოპოვებული აქტივები, თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება.

  13 წლის მოზარდზე მოძალადე გოგონას ბრალი წარუდგინეს - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი