საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც სიგარეტის გადაგდების შედეგად ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებულია ქართველი ქალი, რომელიც კუნძულ ქიოსზე ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. გამოცემის ცნობით, მას სიგარეტის გადაგდების შედეგად, ხანძრის ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ქალმა, რომელიც კუნძულზე დამლაგებლად მუშაობს, ფაქტი აღიარა. არსებობენ თვითმხილველებიც.

ტყის ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე ერთი კვირაა ებრძვის. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ევაკუირებულია მოსახლეობა. განადგურებულია 4000-მდე ჰექტარი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც სიგარეტის გადაგდების შედეგად ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან. 26 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საბერძნეთში-დააკავეს-ქარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi