შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიპრინცმა ჰარიმ სიმსივნით დაავადებულ მამასთან მხოლოდ 45 წუთი გაატარა, ძმას არ შეხვედრია...

პრინცმა ჰარიმ სიმსივნით დაავადებულ მამასთან მხოლოდ 45 წუთი გაატარა, ძმას არ შეხვედრია და ღამით სასტუმროში დარჩა – მედია სამეფო ოჯახზე წერს

პრინცმა ჰარიმ, რომელიც აშშ-დან ლონდონში მამის, მეფე ჩარლზის კიბოს დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ დაბრუნდა, მონარქთან მხოლოდ 45 წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეფისა და სასექსის ჰერცოგის შეხვედრა კლარენს ჰაუსში შედგა, რის შემდეგაც ჰარიმ ღამე სასტუმროში გაატარა, რადგან დიდ ბრიტანეთში მას საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიზიტის დროს ჰარი არ შეხვედრია თავის ძმას, უელსის პრინც უილიამს. თუმცა წყაროები აღნიშნავენ, რომ ჰარი ძმასთან გასაუბრების წინააღმდეგი არ არის. არ არის მოსალოდნელი, რომ ჰარი ლონდონში დიდი ხნით დარჩება. სავარაუდოდ, ის მალევე დაბრუნდება კალიფორნიაში, სადაც მეუღლესთან – მეგან მარკლთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს.

5 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მეფეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ჰარი მამის სანახავად ლონდონში გუშინ ჩაფრინდა.

  „შემოდგომის ლეგენდების“ გადაღებებზე, ბრედ პიტი ყველას უყვიროდა და სკამებს ისროდა - რაში ადანაშაულებს რეჟისორი მსახიობს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი