შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. მსჯავრდებულები დედაქალაქ ლისაბონიდან 70 კილომეტრში მდებარე ვალე-დე-ჟუდეუსის მკაცრი რეჟიმის აპატიმროდან გაიქცნენ. ამის შესახებ პორტუგალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გაქცეულ პატიმრებს შორის არის ორი პორტუგალიელი, ერთი არგენტინელი, ასევე ბრიტანელი, რომელიც ცხრაწლიან სასჯელს გატაცებისა და ძარცვისთვის იხდიდა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პორტუგალიელებს 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი არაერთი დანაშაულისთვის, მათ შორის ნარკოვაჭრობისთვის, ქურდობისთვის, ძარცვისა და გატაცებისთვის. დანარჩენი სამი სასჯელს იხდიდა ისეთი კანონდარღვევებისთის, როგორიცაა ქურდობა, გატაცება და ძარცვა.

პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათ დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, რა დროსაც გარედან მათ დახმარება აღმოუჩინეს. პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიში არიან. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ მათ. პორტუგალიის პოლიციამ მათ დასაკავებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

  განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი