ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპომიდორი – გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის,...

პომიდორი – გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის, პასტის, წვენის სახით

პომიდორი – გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის, პასტის, წვენის სახით.

არაფერია საკვირველი იმაში, რომ პამიდო­რი მიჩნეულია ერთ-ერთ უპირველეს ბოსტნეულ კულტურად. ამას განაპირობებს მისი ქიმიური შემცველობა. შეიცავს ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, A, C, B1, B2, P, K ვიტამინებს, რკინის მარილებს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს. გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის, პასტის, წვენის სახით.
სამხრეთ ამერიკის ტროპიკებიდან ჯერ ევ­რო­­პაში, ხოლო შემდეგ მთელ მსოფლიოში დამ­კვიდრდა. საქართველოში, სავარაუდოდ, იტა­­ლი­იდან შემოიტანეს მე-18 საუკუნეში.
სითბო და სინათლე უყვარს, დაჩრდილულ ადგილებში მოსავალს თითქმის არ იძლევა. გვა­ლ­ვაგამძლეა, მისი მოყვანა ყოველგვარ ნი­ადაგ­ზე შეიძლება.
ჩითილების გრუნტში გადარგვის საუკეთესო პერიოდია, როცა მტევანი აყვავდება. ჩითილი ირგვება წინასწარ ამოღებულ ორმოებში (45X45სმ), დარ­გვამდე ორმოში 1-2 მუჭა გადამწვარი ნაკელი უნდა ჩაიყაროს.
პამიდორი სარებზე უნდა აიკრას. ნიადაგი გა­ფხვიერდეს ყოველი მორწყვის ან წვიმის შემდეგ. აუცილებელია ზედმეტი ამონაყარების შეცლაც.

რა უნდა ვიცოდეთ პამიდვრისკულტურის შესახებ

გახსოვდეთ

ყველაზე კარგი ნერგი თქვენ მიერ საუკეთესო ჯიშის თესლიდან გამოყვანილი ჩითილია.

ჩითილების გამოყვანა ოთახის პირობებშიც შეგიძლიათ. დარ­გეთ კარგად დამსხვილე­ბული, ნაწილობრივ აყვავილებული ნერგები. ამი­სათვის ამოთხარეთ თოხით ან ბარით ღრმა ორმო, თუ ნერგი ძალიან გრძე­ლია, მო­­კე­ცეთ და ისე დარგეთ. აუცილებლად ჩა­­აყო­ლეთ, სულ ცოტა, ერთი მუჭა გა­დამ­წვა­რი ნაკელი. დარგეთ პირველ ფოთლე­ბამ­დე, კარგად მიუტკეპნეთ და აუცილებლად მორ­წყეთ. თუ საშუალება გაქვთ, დარგვისთანა­ვე სარი შეუდ­გით და მიაკარით. ასახვევ მასალად ზოლებად და­ხეული ნებისმიერი ქსოვილი გამოგადგებათ.
თუ პამიდორს სარს შეუყენებთ ან შპალერზე გაუშვებთ, უნდა დაუტოვოთ 2-3 ძირითადი ღერო და ფოთლის იღლიებში ამონაყარები შე­აცალოთ. როცა ნამხარი 2-3 სმ სიგრძისაა, შეაცალეთ უკიდურესად ძირში. განსაკუთრებით სწრაფად უნდა მოსცილდეს ნამხარი მტევნების ძირში, რადგან მისი კარგად განვითარების შემთხვევაში მცენარე კარგავს ბევრ ენერგიას და ყვავილები სცვივა. თუ შპალერზე გაუშვებთ, რაც ყველაზე უკეთესი საყრდენია, შუა ტოტი ასწიეთ III მავთულამდე, ქვედა ტოტები გადასწიეთ – ერთი მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ და დააბით მავთულზე.
უსარო პამიდორი ნამხარის შეცლას არ სა­­­ჭი­როებს. პამიდორი ირწყვება იშვიათად, ოღონდ უხვად. ძალიან კარგ შედეგს იძლევა პა­­მიდ­­ვრის გამოკვება წუნწუხით, აგრეთვე რიგ­თა­შორისების დამულჩვა საქონლის საგებად გა­­მო­ყე­ნებული ბზით, ნა­ხერ­ხით, ტორფითა და ფოთ­ლებით; შეიძლება გამოიყენოთ აგ­რეთვე შავი პოლიეთილენი და ტოლი. ეს ხელს უწყობს უხვმოსავლიანობას.
პამიდვრის 5000-ზე მეტი ჯიშია ცნობილი, რომელთაც საკვებად იყენებენ. ისინი ერთმა­ნე­თისგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ისე სამეურნეო დანიშნულებითაც. პამიდვრის ჯიშებს ბუჩქოვან და შტამბიან ჯგუფებად ყოფენ. შტამბიანი ჯგუფის მცენარეები საყრდენს (ჭიგო, შპალერი) არ საჭიროებს და მათი ნაყოფი მიწას არ ეხება, რასაც ტენიან და სარწყავ პირობებში პამიდვრის მოყვანისას დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში გავრცელებული ჯი­შებია:
1. გრიბოვოს გრუნტის 1180 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში (წალკის მუნიციპა­ლიტეტი).
2. ბირიუჩეკუტის 414 – ძირითადად მოჰყავთ სუბტროპიკულ ტენიან რეგიონებში.
3. ბაზრის საკვირველება 20 – ძირითადად მოჰყავთ იმერეთის, მესხეთის, ქართლისა და აჭარა-გურიის რეგიონებში.
4. ერლიანა 2 – ძირითადად მოჰყავთ სუბტროპიკულ რეგიონებში, მესხეთში, შიდა და ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში.
5. გრიბოვოს ერლიანა 20 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში (ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები).
6. კრასნოდარული 87-23/9 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო იმერეთსა და ქართლში.
7. პერვენეცი 190 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში.
8. შუქურა (მაიაკი) 12-20/4 – ძირითადად მოჰყავთ ქართლში და ნოტიო, სუბტროპიკულ ქვემო იმერეთში.

  ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში - „ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შე­იც­ვლე­ბა, აღარ იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო...“

ბადრიჯანი – მისი ღირსება მხოლოდ საუკეთესო გემოთი როდი შემოიფარგლება, იგი შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.