სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა სრულდება – ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

 

ახალი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს, ამ დროისათვის, ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება

მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.

- Advertisement -
Ad imageAd image
 

სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან, შიდა ქართლის გუბერნატორ სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/U3CPc
#ინფრასტრუქტურა2025
#ჩქაროსნულიგზა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა სრულდება – ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია. 10 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სურამის-შემოვლითი-მაგისტ/

  ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 ათასი ტონით გაიზარდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi