შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებული არიან ირანის რესპუბლიკის მოქალაქეები: წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული მ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.ბ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებული ს.გ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.