ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"პირჯვრის არასწორად გადაწერისას, ბოროტნი იცინიან" - მამა გაბრიელი პირჯვარსა და ლოცვაზე

“პირჯვრის არასწორად გადაწერისას, ბოროტნი იცინიან” – მამა გაბრიელი პირჯვარსა და ლოცვაზე

წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი თავისი სწავლებებით ხშირად ანებივრებდა მის კელიაში მისულთ. აი, რას ამბობდა ის პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე.

“პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ – ჭიპის თავზე, მერე – მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს – თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს.

იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს:

მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:
“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის “პულიმიოტივით” მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი”.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რატომ გამოსახეს დრაკონი 1712-1713 წლებში თბილისში მოჭრილ მონეტებზე და ვინ იყო მათზე მოხსენიებული პიროვნება?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი