პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„პირობა მომცა, რომ თუ ფინალში გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩემს კაბინეტში...

„პირობა მომცა, რომ თუ ფინალში გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩემს კაბინეტში დავსხდებით და ამ თასიდან ქართულ ღვინოს ერთად დავლევთ“

New York Times-ის სპორტულ პლატფორმა The Athletic-ზე საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია ქვეყნდება, რომელიც თავიდან-ბოლომდე ხვიჩას ბავშვობას მიეძღვნა.

სტატიის ავტორი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთელის მშობლებს ბადრი კვარაცხელიასა და მაკა ლუკავას, ასევე თბილისის „დინამოს“  წარმომადგენლებსა და ხვიჩას პირველ მწვრთნელებს შეხვდა. მის ბავშვობასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოაგროვა და შემდეგ სტატიაში გამოაქვეყნა.

„დინამოს“ აკადემიის მწვრთნელი, ლადო კაკაშვილი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ხვიჩამ მას ერთი პირობა მისცა, – „პირობა მომცა, რომ თუ ფინალში გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩემს კაბინეტში დავსხდებით და ამ თასიდან ქართულ ღვინოს ერთად დავლევთ“.

როდესაც ხვიჩა კვარაცხელია 18 წლის იყო, ბადრი კვარაცხელიას გულზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ოჯახს კი საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ამ დროს, ხვიჩა პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა და მალევე, პროფესიონალური კონტრაქტიც გააფორმა.

ბადრი კვარაცხელია იხსენებს, რომ როდესაც ხვიჩამ პირველი ხელფასი აიღო, მან მთლიანი თანხა მამას მისცა, რითაც ბადრიმ ოპერაცია გაიკეთა – „მას კითხვაც კი არ დაუსვამს. მთელი თავისი პირველი ხელფასი მე მომცა“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი კითხვით უკვე მაკა ლუკავასკენ გადადის, რომელიც ხვიჩასა და მისი უფროსი ძმის, ნიკა კვარაცხელიას ურთიერთობას იხსენებს:

„ჩვენი პირველი ვაჟი ხვიჩაზე ხუთი წლით უფროსია. ხვიჩას მუდმივად უფროს ძმასთან სურდა ყოფნა. როდესაც 5 წლის გახდა, შევამჩნიეთ, როგორ მისდევდა ხოლმე. ხვიჩა ძალიან სწრაფად მირბოდა და შემდეგ 90 წუთით შეეძლო შემობრუნება ისე, რომ სისწრაფეს არ კარგავდა“.

ასევე მაკა ლუკავას კომენტარი გვხვდება, სადაც ევროპის თავისი ჩემპიონატზე თავისი შვილისა და კრიშტიანუ რონალდუს შეხვედრას იხსენებს.

„ხვიჩამ რონალდუს უთხრა – „ბოდიში, რომ დაგამარცხეთ“. მას სურდა შეემოწმებინა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მათ შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. რონალდუმ კი უპასუხა, – „წარმატებებს გისურვებ და გგულშემატკივრობ“. მოგვიანებით, რონალდუ საქართველოს ნაკრების გასახდელთან მივიდა, რათა ხვიჩასთვის მაისური მიეცა“.

  26 მაისის ღონისძიებების განრიგთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი