ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"პირზე ლენტი ჰქონდა აკრული, ხელები კი თოკით შეკრული..." - 6 წლის...

“პირზე ლენტი ჰქონდა აკრული, ხელები კი თოკით შეკრული…” – 6 წლის ჯონბენეტ რემსის საქმე, რომელზეც 54 წლის კაცი დააკავეს, თუმცა კვლავ გაუხსნელად ითვლება

ამ შემთხვევიდან 28 წელი გავიდა, თუმცა საქმე კვლავ გაუხსნელია, მკვლელი კი თავისუფალი. 

6 წლის ჯონბენეტ რემსი 1996 წელს, შობის მეორე დღეს გაუჩინარდა. მისი ამბავი მედიაში მალევე გავრცელდა.

ბავშვის ოჯახი მდიდარი და მიმზიდველი იყო, ბავშვი კი ულამაზესი. ჯონბენეტი იყო ამერიკელი ბავშვთა სილამაზის დედოფალი. საინტერესოა რა მოხდა 28 წლის წინ ჯონბენეტ რემსის ოჯახში.

შობის მეორე დღეს ოჯახმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ბავშვი დაიკარგა. სახლში კი წერილი ნახეს, სადაც ეწერა, რომ გამტაცებელი ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ 118 000 აშშ დოლარს ითხოვდა. ცოტა ხანში მშობლებმა, საკუთარი რეზიდენციის სარდაფში, საბნის ქვეშ გოგონას ცხედარიც იპოვეს.

ბავშვი ნაცემი იყო, პირზე ლენტი ჰქონდა აკრული, ხელები კი თოკით ჰქონდა შეკრული. პოლიციამ ეჭვი მაშინვე მშობლებზე მიიტანა. იყო სექსუალური ძალადობის გარკვეული ნიშნებიც.

გამოსასყიდის ბარათი პოლიციას საეჭვოდ მოეჩვენა. გამოსასყიდის თანხა უცნაურად ემთხვეოდა მამის, ჯონ რამსის პრემიის ზუსტ ოდენობას.

ბავშვის მშობლებმა გამოძიებასთან ვერ ითანამშრომლეს, რამაც საზოგადოებაში ეჭვი უფრო გაამძაფრა, რომ ყველაფერი მათი გაკეთებული იყო. მშობლების თქმით, საბედისწერო ღამეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, როცა გოგონა დააძინეს. დღემდე არავინ იცის თუ რა მოხდა 1996 წლის შობის ღამეს. ნახეთ სრილად primetime.ge-ზე

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ამიგორეს წარმოუდგენელი ჭორი… იმ დღესვე ტელევიზიით გამომიყვანეს და აჩვენეს ხალხს, რომ არაფერი მჭირდა“ – რას იხსენებს ირმა სოხაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი