პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიპირველი ქართველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

პირველი ქართველი მოდელია, რომლის ფოტოც Vogue-ის ყდაზე დაიბეჭდა. მატილდას ფოტო არის ნიდერლანდების Vogue-ს მარტის ნომრის გარეკანზე.

პოპულარული მოდის ჟურნალის ნიდერლანდების გამოცემის მარტის ნომერს ოთხი განსხვავებული ყდა აქვს, როგორც ცნობილია, გარეკანი შთაგონებულია ოთხი სხვადასხვა ქალაქით და ოთხი სხვადასხვა მოდელით. თითოეული მოდელი კი მოდის ჟურნალს სხვადასხვა ქალაქების მოდის სამყაროში უწევს მეგზურობას.

მატილდა ნიუ იორკის მოდის მეგზურად ჰყავს ნიდერლანდურ Vogue-ს წარმოდგენილი.

ნიუ იორკი ახლა მოდის მოყვარულებისთვის ყველაზე ცხელი წერტილია, რადგან ახლახან დაიწყო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ნიუ იორკის მოდის კვირეული.

რაც შეეხება მატილდას, ის უდავოდ არის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი. ახლახან ნიუ იორკის მოდის კვირეულზე Altuzarra-ს შოუზე გამოვიდა.

ნიდერლანდური Vogue-ს მარტის ნომერი კი ხელმისაწვდომი 15 თებერვლიდან იქნება და ერთად ვნახავთ ქართველი მოდელისა და მოდის ჟურნალის თანამშრომლობის შედეგს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vogue Netherlands (@nlvogue)

  “თეთრი ძაღლი მინდა მყავდეს და ძაფი ჰქონდეს, რომ ვასეირნო - ალისკა სააკაშვილი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი