„ლევანტეს“„ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორი, ხავი დე ლა ოსა ქართველებს მიმართავს.
როგორც სოციალურ ქსელში ესპანური საფეხბურთო კლუბის სოციალური ქსელის გვერდის ადმინისტრატორი წერს, მომდევნო კვირაში პირველად უნდა გაეცნოს ქართულ სამზარეულოს, შესაბამისად ქართველებს რჩევისთვის მიმართავს.
„მეგობრებო, მომდევნო კვირაში პირველად უნდა გავეცნო თქვენს ცნობილ სამზარეულოს
რომელი კერძები გავსინჯო? კომენტარებში დამიწერეთ რეკომენდაციები.
ერთი სული მაქვს! შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ!“- წერს „ლევანტეს” „ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორი.
ცნობისთვის, EURO 2024-ის საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად იასპარეზა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სხვადსხვა საფეხბურთო კლუბების სოციალურ ქსელში აქტიურობა, რომლებიც თავიანთ წევრ ქართველ ფეხბურთელებს სხვადასხვა მხარდამჭერი პოსტებით გულშემატკივრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები