პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპენსიონერთა ძარცვის სკანდალური საქმის დეტალები

პენსიონერთა ძარცვის სკანდალური საქმის დეტალები

77 წლის ვენერა მარტიროსიანი ერთ-ერთია იმ 60-მდე დაზარალებულს შორის, რომელსაც თაღლითებმა დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. ხანდაზმულ ქალს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ტელეფონით დაურეკეს და შეატყობინეს, თითქოს მისი შვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა, პრობლემების მოსაგვარებლად კი კონკრეტული თანხა იყო საჭირო. შოკში მყოფი ვენერა მარტიროსიანი შეთავაზებას დათანხმდა და რამდენიმე წუთში, მის სახლთან ფულის წასაღებად ე.წ. კურიერიც გამოჩნდა. მანამდე ქალს მათთან სატელეფონო კავშირის გაწყვეტისა და სხვასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდნენ.

ანალოგიური სქემით თაღლითებმა კიდევ ათობით პენსიონერი მოატყუეს. ზარალი მილიონ 300 ათას ლარს აღემატება. ბრალდებულების სახით დაკავებულ რუსეთის ოთხ მოქალაქეს მოსამართლემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაზარალებულების უმეტესობამ დამნაშავეები სასამართლო დარბაზში ამოიცნო. პირველი ინსტანციის განაჩენს ბრალდებულების ადვოკატები არ ეთანხმებიან. დაცვის მხარე ვერდიქტის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

თაღლითობა და მორალური ტერორი – არაერთმა დაზარალებულმა, ფულთან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა. თაღლითების მსხვერპლი პენსიონერების ნაწილი, სტრესის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაშიც მოხვდა.

ოთხი ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 8-წლიან სასჯელს იხდის. დანაშაულის სხვა ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

ასევე წაიკითხეთ: 4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია თ.შ.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი