პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიპენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა, როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის ადგილას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  არასწორად შევსებული დეკლარაციები და მითვისებული 8 მილიონზე მეტი - ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი