ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიპატრიარქმა თვალებში ჩამხედა... წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა - მამუკა...

პატრიარქმა თვალებში ჩამხედა… წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა – მამუკა ბადრიძის ემოციური წერილი

მამუკა ბადრიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე ემოციურ ამბავს იხსენებს:

„როცა დასაბეჭდად მზადდებოდა წიგნი ,,ჩემი პატრიარქი”, გამომცემლებმა შემომთავაზეს, რომ მის ფურცლებზე უწმინდესის შესახებ რაღაც მომეთხრო. ჩემდა სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, მიუხედავად სურვილისა, ამის გაკეთება ვერ შევძელი.

უნდა ვაღიარო, რომ დღიდან იმ წიგნის გამოსვლისა დღემდე არ მასვენებს სინანულის განცდა იმისა, რომ ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ვერ მოვყევი სწორედ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა.

როცა მამა გარდამეცვალა, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მეგობარმა მირჩია, იქნებ ეკლესიური ცხოვრება გეცადა, გაგაძლიერებსო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომისა თუ ცხოვრების არასწორი წესის გამო ეს ჩემთვის სულაც არ იყო იოლი, ტაძრამდე როგორღაც მივაღწიე და პირველი აღსარებაც გავბედე. ამის მერე ისეთი სულიერი სიმსუბუქე  ვიგრძენი, როგორსაც მხოლოდ პირველად აღსარებანათქვამი ადამიანები განიცდიან ხოლმე.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რასაც უთუოდ შეეძლო ჩემი რწმენის განმტკიცება ან, უფრო სწორად, ჩემი სულის გადარჩენა. იმავე მეგობარმა მირჩია, თუ სამებაში მიხვალ და პატრიარქი დაგლოცავს, ყველაფერს მაშინვე მიხვდებიო. მანვე ამიხსნა, ტაძრის რომელ ნაწილში უნდა დავმდგარიყავი, რათა წირვის დასრულებისთანავე უწმინდესს აუცილებლად დაველოცე. ეს იყო ადგილი ტაძრის მთავარი შესასვლელიდან დაახლოებით ექვსიოდ ნაბიჯში, ანუ იქ, სადაც გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პატრიარქი პატარა ხალიჩაზე რამდენიმე წამი ჩერდებოდა ხოლმე.

მივედი სამებაში. წირვის ბოლოს სწორედ იქ დავდექი, სადაც უნდა დავმდგარიყავი. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩემი ,,გათვლით” უნდა მომხდარიყო. უწმინდესი მიმიახლოვდა, მისთვის დამახასიათებელი სათნოებით შემომხედა და ალბათ დამლოცავდა კიდეც, რომ არა ვიღაც ორმეტრიანი კაცი, რომელიც წინ ჩამიდგა და პატრიარქამდე მისასვლელი გზა უიმედოდ გადამიკეტა.

ილია II, რომელსაც შლეიფივით მისდევდა საეპისკოპოსო დასი, გზას დინჯი, მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა და დაახლოებით ათ მეტრის გავლის შემდეგ, როცა გულდაწყვეტილმა ვინატრე, იქნებ ჩემკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, შეჩერდა. მასთან ერთად გაჩერდნენ სხვებიც. პატრიარქი ნელა მოტრიალდა და ასეთივე ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. როცა ახლოს მოვიდა და თვალებში ჩემთვის იქამდე უცნობი მზერით ჩამხედა, ვიგრძენი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას წიგნივით, ფურცელ-ფურცელ, აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვით კითხულობდა. თან მდუმარე, მაგრამ მეტყველი თვალებით მეკითხებოდა: ,,ხომ კარგია ეკლესიური ცხოვრება?”, ,,ნუთუ ასე არ ჯობია?”. მერე თავზე ხელი დამადო და დამლოცა.

  ხმაურიანი დაბრუნება - ბიძინა ივანიშვილის ახალი გზავნილები

ვისაც ერთხელ მაინც ხვდომია წილად მისი დალოცვის მადლი, უმალ მიხვდება, თუ რა განვიცადე. ეს იყო უწონადობის მსგავსი მდგომარეობა, რომლის მსგავსიც მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის ხატთან თუ მიგვრძვნია…

წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა და დაახლოებით ნახევარი საათი თუ უფრო მეტი, განწმენდის, არაამქვეყნიური სისუფთავისა თუ სიწმინდის ემოციით მავსებდა.

ასეთი წუთების შემდეგ ადამიანი მეყსეულად ხვდება, რომ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. და თუ ოდესმე უნდა შემეგრძნო ჭეშმარიტების წამი, ეს სწორედ ის წამი იყო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი