ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიპასკის ყველაზე პოპულარული რეცეპტი

პასკის ყველაზე პოპულარული რეცეპტი

გიზიარებთ პასკის რეცეპტს რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

პასკის მომზადება ადვილი სულაც არ არის. თანაც როდესაც ამდენი რეცეპტია ხელმისაწვდომი.

გთავაზობთ მკითხველის ფავორიტ რეცეპტს.

დაგჭირდებათ: კვერცხი – 10 ც. შაქარი – 1.5 კგ. რძე – 1 ლ. კარაქი – 400 გ. არაჟანი – 300 გ. მაწონი – 400 გ. მშრალი გრანულებიანი საფუარი – 35 გ. ზეთი – 200 მლ. ფქვილი – 3 კგ. ქიშმიში – 600 გ. მუსკატი – 3 ცალი. ილი (კარდამონი) – 30 ც. მიხაკი და დარიჩინი. ჯინჯერი – 1 ჩკ. მარილი – 1.5 სკვანილინი – 3 შეკვრა. ლიმონის ცედრა – 3 ცალი. ფორთოხლის ცედრა – 2. ცუკატები.

მომზადების წესი: 1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს + 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ) და ვუმატებთ მაწონსა და არაჟანს;

2. 900 მლ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს + მარილი;

3. 100 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი + 1ს.კ შაქარი + ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟნის მასა. დავდგათ ასაფუებლად (თუ საფუარი კარგია მალე ამოფუვდება. თავზე მყარად არ ვაკრავთ რომ საფუარს მივცეთ საშუალება ისუნთქოს)პასკა

4. ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე + ვანილი (ცილას შაქრის გარეშე ვთქვიფავთ), ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მასას გადავურევთ ერთმანეთში ბოლოს შევურევთ მზა ბეზეს. სადღაც 15 -20 წუთი დავასვენებთ, ბეზე გაიკეთებს ბუშტუკებს! ამოსულ მასაში ჩავასხათ 200 მლ ზეთს, გადავურევთ და დავამატებთ 3 კგ – ფქვილს (ამ ბოლო დროს ფქვილის დამატება დასჭირდა მასას, მიახლოებით 500 გრ დაიმატა). ცომს კარგად მოვზელთ და დავასვენებთ ასაფუებლად. მასა რომ ამოვა ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე ჩირსა და სანელებლებს. ისევ ვაცდით ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში. აქაც უნდა დაველოდოთ და დაიწყებს ამოსვლას და შევაბრძანოთ გახურებულ ღუმელში. ტემპერატურა 160°- 165° თუმცა მაინც საკუთარი ღუმელი გაიცანით. ყველა პასკის წონას თავის ცხობის დრო აქვს. ესეც გაითვალისწინეთ.

პ.ს. სანელებლები სჯობს რამდენიმე დღით ადრე ალკოჰოლში დაათროთ და ისე გამოიყენოთ…ამ პორციისთვის გამოვიყენე 100 მლ წინასწარ გამზადებული.

მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი