პასიური მოწევა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს კლავს — ახალი კვლევის შემაშფოთებელი მონაცემები

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში, The Lancet-ში, გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ახალი შემაშფოთებელი სურათი დახატა. მასში ნათქვამია, რომ 2023 წელს მხოლოდ პასიური მოწევის შედეგად — ანუ სხვისი სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვით — სულ მცირე 1,66 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ნაადრევად.

კვლევა 1990 წლიდან 2023 წლამდე პერიოდს მოიცავს და 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამ მასშტაბმა მეცნიერებს საშუალება მისცა, ათწლეულების განმავლობაში დაეთვალიერებინათ, თუ როგორ იცვლება პასიური მოწევის გავლენა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა და რეგიონში.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს თამბაქოს კვამლი 2,7 მილიარდ ადამიანს შეეხო. ამ რიცხვში 767 მილიონი ბავშვია, რომელთა ასაკი 14 წელს არ აღემატება. ბავშვებში კვამლის ზემოქმედება განსაკუთრებით სახიფათოა — კვლევის თანახმად, სწორედ ამ მიზეზით განვითარდა სასუნთქი გზების ინფექციების 5,2 მილიონი შემთხვევა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ სიგარეტის გვერდითი კვამლი ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო ნაწილობრივ ჭედავს. შედეგად, ეს კვამლი შეიცავს პროპორციულად უფრო მეტ ტოქსიკურ და კანცეროგენულ ნივთიერებებს, ვიდრე ის კვამლი, რომელსაც თავად მწეველი ისუნთქავს. მკვლევრებმა განსაკუთრებით გამოყვეს გულის იშემიური დაავადება, როგორც პასიური მოწევის ერთ-ერთი მძიმე შედეგი.

- Advertisement -
Ad imageAd image

კვლევის ავტორთა უმთავრესი გზავნილია: პასიური მოწევის უსაფრთხო დონე უბრალოდ არ არსებობს. ნებისმიერი კონტაქტი სიგარეტის კვამლთან ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ მიზეზით, მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებს, გაამკაცრონ ღონისძიებები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების დასაცავად თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან.

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პასიური მოწევა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს კლავს — ახალი კვლევის შემაშფოთებელი მონაცემები. 10 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პასიური-მოწევა-მსოფლიოში/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია