ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ცხრა წლის იზაბელა, აუქციონზე, ცხვრის ფარასთან ერთად, 100 დოლარად იყიდა“ - მონობიდან...

„ცხრა წლის იზაბელა, აუქციონზე, ცხვრის ფარასთან ერთად, 100 დოლარად იყიდა“ – მონობიდან გაქცეული ქალი, რომელმაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო

იზაბელა ბაუმფრი, მეტსახელად „მოგზაური სიმართლე“ 1797 წელს დაიბადა. იგი აფროამერიკელი აბოლიციონისტი და ქალთა უფლებების აქტივისტი გახლდათ.

იზაბელა ნიუ-იორკის შტატში, ამჟამინდელ რიფტონში (ყოფილი სვარტეკილი) მონად დაიბადა, მაგრამ 1826 წელს თავის ჩვილ ქალიშვილთან ერთად გაიქცა. 1828 წელს, შვილის დასაბრუნებლად გამართული სასამართლო დავის შემდეგ, იგი გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც მოიგო ასეთი საქმე თეთრკანიანის წინააღმდეგ.

მან საკუთარ თავს დაარქვა სახელი Sojourner Truth (მოგზაური სიმართლე) 1843 წელს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ღმერთმა მას მოუწოდა, დაეტოვებინა ქალაქი და წასულიყო სოფლად „იმ იმედის დასამოწმებლად, რომელიც მასში იყო“. მისი ყველაზე ცნობილი გამოსვლა 1851 წელს ოჰაიოში, აკრონში, ქალთა უფლებების კონვენციაზე შედგა. ეს სიტყვით გამოსვლა ფართოდ გახდა ცნობილი სამოქალაქო ომის დროს სათაურით — „მე ქალი არ ვარ?“.

იზაბელა იყო ერთ-ერთი იმ 10 ან 12 შვილიდან, რომელიც დაიბადა ჯეიმზ და ელიზაბეტ ბაუმფრიების ოჯახში. პოლკოვნიკმა ჰარდენბერგმა იყიდა ჯეიმზ და ელიზაბეტ ბაუმფრიები მონათვაჭრებისაგან და მათ ოჯახს თავის მამულში ამყოფებდა. 1806 წელს, როდესაც ჩარლზ ჰარდენბერგი გარდაიცვალა, ცხრა წლის იზაბელა აუქციონზე, ცხვრის ფარასთან ერთად, 100 დოლარად იყიდა ჯონ ნილიმ კინგსტონთან ახლოს, ნიუ-იორკის შტატში. მოგვიანებით, მან აღწერა ნილი, როგორც სასტიკი და მკაცრი. ის ყოველდღიურად სცემდა გოგონას. 1808 წელს ნილიმ იგი 105 დოლარად მიჰყიდა ტავერნის მცველს, მარტინუს შრივერს, რომელიც მას 18 თვის განმავლობაში ფლობდა. შემდეგ შრივერმა იზაბელა 1810 წელს მიჰყიდა ჯონ დიუმონს, რომელმაც არაერთხელ გააუპატიურა იგი.

დაახლოებით, 1815 წელს ელიზაბეტმა გაიცნო და შეუყვარდა მონა, სახელად რობერტი, მეზობელი ფერმიდან. რობერტის მფლობელმა, ჩარლზ კატონ უმცროსმა მათ ურთიერთობა აუკრძალა. მას არ სურდა, რომ მის მონებს შვილები ჰყოლოდათ სხვის მონებთან, რადგან ასე ის შვილებს ვერ დაეპატრონებოდა. ერთ დღეს რობერტი ჩუმად იზაბელას სანახავად მივიდა. როდესაც ეს კატონმა და მისმა შვილმა გაიგეს, იზაბელას იქამდე სცემეს, სანამ დიუმონი არ ჩაერია. მას შემდეგ ქალს აღარასდროს უნახავს რობერტი. საბოლოოდ, იგი დაქორწინდა დამონებულ კაცზე, სახელად თომასზე. იზაბელამ გააჩინა ხუთი შვილი: ჯეიმზი (რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა), დიანა (ჯონ დიუმონის გაუპატიურების შედეგად), პიტერი, ელიზაბეტი და სოფია.

  „ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია

1826 წლის ბოლოს იზაბელა თავის ჩვილ ქალიშვილთან, სოფიასთან ერთად გაიქცა. მას მოუწია, დაეტოვებინა სხვა შვილები. მან მიაგნო ისააკ და მარია ვან ვაგენენების სახლს ნიუ პალცში, რომლებმაც ის და მისი ბავშვი შეიფარეს. ისააკმა ელიზაბეტი იყიდა, სანამ სახელმწიფოს ემანსიპაცია ამოქმედდებოდა, რაშიც დიუმონმა 20 დოლარი მიიღო. მოგვიანებით, იზაბელამ შეიტყო, რომ მისი ვაჟი პიტერი, ხუთი წლის ასაკში, დიუმონმა უკანონოდ მიჰყიდა ახალ მფლობელს. ვან ვაგენენების დახმარებით, მან ეს საკითხი სასამართლოში მიიტანა და 1828 წელს, თვეების შემდეგ, დაიბრუნა ვაჟი, რომელზეც მფლობელები ძალადობდნენ.

იზაბელამ ვან ვაგენენებთან ყოფნისას მიიღო რელიგიური გამოცდილება და გახდა ერთგული ქრისტიანი. 1829 წელს იგი შვილთან, პიტერთან ერთად, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც  დიასახლისად მუშაობდა.

1843 წელი ბაუმფრისთვის გარდამტეხი იყო. იგი მეთოდისტი გახდა და 1-ელ ივნისს, სულთმოფენობის კვირას, სახელი შეცვალა. ამ დროს იზაბელამ მილერიტის ადვენტისტების ბანაკის შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მილერიტები მიჰყვებოდნენ ნიუ-იორკელი უილიამ მილერის სწავლებას, რომელიც ქადაგებდა, რომ იესო გამოჩნდებოდა 1843–1844 წლებში და სამყაროს აღსასრულს მოიტანდა. ბევრმა მოიწონა იზაბელას ქადაგება. სიმღერითა და საუბრით, მან უამრავი ადამიანი მიიზიდა. როგორც ბევრი სხვა იმედგაცრუებული, როდესაც მოსალოდნელი მეორედ მოსვლა არ შედგა, იზაბელა გარკვეული დროით დაშორდა თავის მეგობრებს.

1844 წელს იგი შეუერთდა ნორთჰემპტონის განათლებისა და მრეწველობის ასოციაციას ფლორენციაში. აბოლიციონისტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია მხარს უჭერდა ქალთა უფლებებსა და რელიგიურ ტოლერანტობას, ასევე პაციფიზმს. ისინი ცხოვრობდნენ 1.9 კმ2 მიწის ნაკვეთზე, მიჰყვებოდნენ მეცხოველეობას, ჰქონდათ სახერხი საამქრო, საფქვავი და აბრეშუმის ქარხანა. იზაბელა ცხოვრობდა და მუშაობდა საზოგადოებაში, ზედამხედველობდა სამრეცხაოებს, მეთვალყურეობდა როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. იზაბელა იმ წელს პირველად გამოვიდა სიტყვით მონათმფლობელობის წინააღმდეგ. 1846 წელს ნორთჰემპტონის განათლებისა და მრეწველობის ასოციაცია დაიშალა.1849 წელს იზაბელამ მოინახულა ჯონ დიუმონი, სანამ ის დასავლეთში გადავიდოდა… ვრცლად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

  ლევან აბაშიძის ულამაზესი დედა, მამა, რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ მეტყველება დაკარგა და ძმისშვილი, რომელიც საოცრად ჰგავს ცნობილ ბიძას - უცნობი ამბები უდროოდ დაღუპულ მსახიობზე

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.