პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. კანონს დაემატა ახალი ტერმინი: „ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება“ და მისი განმარტება. ცვლილების თანახმად, მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიებსა და მისი ადმინისტრირების წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციურ მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იშვიათი დაავადებების მიმართულებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. 30 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/პარლამენტმა-წამლისა-და/

  სასიხარულო ამბავი - თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi