გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის რეგიონის ფარგლებში, ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე დაინიშნა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ევროპის რეგიონის ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციაზე ქართველი დელეგატის წარდგენა შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გამართულ კონგრესზე ბიუროსა და კომიტეტის მიერ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი მეგრელიძე 2017 წლიდან მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩევლის პოზიციას იკავებს.

აღნიშნულ პოზიციაზე ირაკლი მეგრელიძის დანიშვნა მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს, როგორც მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების, ისე საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო ჰიდროლოგიური თანამშრომლობის დონეზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით საქმიანობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WMO-ის როლი კლიმატის ცვლილების კვლევაში. ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემები და ანალიტიკური ინსტრუმენტები ეხმარება ქვეყნებს კლიმატური რისკების შეფასებასა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების დაგეგმვაში.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წელია საქართველო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წევრია, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას იყოს ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, მიიღოს თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე, გააძლიეროს საკუთარი მეტეოროლოგიური სისტემა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა. 17 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გარემოს-ეროვნული-სააგენ-13/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi