ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპაპუაშვილი „იგლ ჰილსზე“: პოლიტიკური ზეწოლით ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს. ახლა ცდილობენ ეკონომიკურად...

პაპუაშვილი „იგლ ჰილსზე“: პოლიტიკური ზეწოლით ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს. ახლა ცდილობენ ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. ეს არის ეკონომიკური თავდასხმა საქართველოზე, რომელიც მართულია გარედან

რეალობა არის ერთი, რომ ამ პროექტს აქვს მხოლოდ დადებითი მხარეები და არ აქვს არანაირი უარყოფითი მხარე. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის განმარტებებმა ეს ყველაფერი კარგად აჩვენა და ყველა მითი, ყველა ტყუილი ამ პროექტთან დაკავშირებით დაამსხვრია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას.

მისი თქმით, პროექტის წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული მედია შტურმი, რომელიც გარედან არის მართული.

„საერთო, რამდენიმედღიანი საინფორმაციო შტურმიდან ჩვენ გავიგეთ, რომ ბრიუსელი და „ალტ ინფო“ ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელისგან დაფინანსებულ „ენჯეოებს“, პოლიტიკოსებს და „ალტ ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი, რაც დამაფიქრებელია. მე მგონი, ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ცვლილებების იძულებისთვის, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი „ენჯეოები“ თუ პარტიები მზად არიან ქსენოფობიაც კი, როგორც იარაღი საკუთარ არსენალში გამოიყენონ. აი, ეს არის ზუსტად ის ღირებულებითი კრიზისი, სადაც ბრიუსელია შესული და რომლიდან გამოსვლის გარეშეც, რთულია ვისაუბროთ ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც წესით უნდა მიჰყვებოდეს ბრიუსელის ბიუროკრატია. ეს ერთი, მეორე – საუბარია ხელშეკრულებაზე, რომლის ყველა საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, ყველამ ისაუბრა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნა, არის მორიგი სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან, ვინაიდან მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ სახის დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, მისი კომერციული შინაარსიდან გამომდინარე არ ხდება.

„არც ერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი, ვინაიდან ის არის კომერციული პროექტები, სრულ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება არც ერთ ქვეყანაში და არც საქართველოში. ხელშეკრულების დეტალებს, რაც შეეხება, რომელიც მნიშვნელოვანი, საინტერესო არის საზოგადოებისთვის, ყველა ამ დეტალთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია პირადად პრემიერ-მინისტრისგანაც გაიგეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შემდეგი სპეკულაცია იყო ინვესტიციის მოცულობის საკითხი.

„განმარტა პრემიერ-მინისტრმა, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ინვესტიცია საქართველოს. პირველ რიგში, ეს იქნება შენატანი ეკონომიკაში. ჩვენი ეკონომიკა ისედაც მაღალი ზრდის ტემპებით არის და ამას დაემატება კიდევ მარტო ამ ინვესტიციიდან დაახლოებით 2%-მდე წლიური ზრდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  ალბანეთში სახელმწიფო შესყიდვების მინისტრი ხელოვნური ინტელექტი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ კამპანია მართულია გარედან და მისი მიზანია საქართველოს ეკონომიკური დაზიანება.

„ნახეს, რომ პოლიტიკური ზეწოლით და დეზინფორმაციით გარედან ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გასანალიზა ვისთან და რასთან აქვს საქმე და ახლა ცდილობენ, რომ ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ამით საზოგადოებაში რაიმე უკმაყოფილება გამოიწვიონ. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა საქართველოზე, რომელიც მართულია გარედან და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში, გარე ძალებს ერთდროულად ჩართული ჰყავთ „ალტ ინფო“ და ე.წ. პროევროპული ძალებიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი