პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ოჯა­ხურ კონ­ფლიქ­ტებს, დე­დამ­თილ­თან უთან­ხმო­ე­ბებს და ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წი­ნე­ბის სირ­თუ­ლე­ებს გავ­დი­ო­დი" - რას წერს...

„ოჯა­ხურ კონ­ფლიქ­ტებს, დე­დამ­თილ­თან უთან­ხმო­ე­ბებს და ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წი­ნე­ბის სირ­თუ­ლე­ებს გავ­დი­ო­დი” – რას წერს ფოტოგრაფი მარი ნაკანი?

ფო­ტოგ­რა­ფი მარი ნა­კა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ლინგზე, კომ­პლექ­სებ­ზე, კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე და ამ კონ­ტექ­სტში საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერს:

“ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ყო­ფილ­ხარ? მე კი …

ამის გამო ბევ­რი კომ­პლექ­სი ჩა­მო­მი­ყა­ლობ­და: არ ვი­ღებ­დი ჩემს თავს, გა­რეგ­ნო­ბას და ხმას. პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად ჩემი კომ­პლექ­სე­ბი ძლი­ერ­დე­ბო­და და ხალ­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან ჩემი და­ცინ­ვაც, მაგ­რამ არ გავ­ტყდი და გა­დავ­წყვი­ტე შე­მეც­ვა­ლა ჩემი ბედი.

ნელ-ნელა მა­ყუ­რე­ბელ­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან დამ­ცი­ნო­და, ჩემი მოს­მე­ნა და­ი­წყო. მე გავძლი­ერ­დი, ვის­წავ­ლე სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა და ამა­ში ჩემი ქმა­რიც და­მეხ­მა­რა. როცა გოგა გა­ვი­ცა­ნი, ლი­ტუ­კა სამი წლის იყო. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ რე­ა­ლი­თი შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი – “ჯეო-ბარ­ში “ და ჩა­ნა­ფიქ­რი მქონ­და, რომ ჩემ პირ­ველ ქმარს, ლი­ტუ­კას მა­მას ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­ვე­ნა­ხე და შემ­რი­გე­ბო­და.

ცო­ტამ თუ იცო­და, რომ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მიღ­მა, მა­შინ ოჯა­ხურ კონ­ფლიქ­ტებს, დე­დამ­თილ­თან უთან­ხმო­ე­ბებს და ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წი­ნე­ბის სირ­თუ­ლე­ებს გავ­დი­ო­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოვ­ლე­ნე­ბი შე­მოტ­რი­ალ­და, რო­დე­საც ჩემ­მა ახ­ლან­დელ­მა ქმარ­მა რე­ა­ლი­თი შო­უ­ში და­მი­ნა­ხა და ეკ­რა­ნი­დან შე­მიყ­ვა­რა. მა­შინ მე მას არ ვიც­ნობ­დი, მას კი თურ­მე უკვე ვუყ­ვარ­დი. ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად პირ­ველ ქმარ­თან, ოჯა­ხი ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, მა­შინ მარ­ტო­ხე­ლა დედა ვი­ყა­ვი და ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს.

დავ­რე­გის­ტრირ­დი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ფო­რუმ­ზე. სად იყო ფე­ის­ბუ­ქი და ინ­სტაგ­რა­მი. კო­ლე­გებ­მა მირ­ჩი­ეს ქარ­თუ­ლი ფო­ტო­ფო­რუ­მი “ბოკე“.

ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა ამ ფო­რუ­მის მო­დე­რა­ტო­რი, შე­მომ­თა­ვა­ზა ფო­ტო­შო­პის სწავ­ლე­ბა, ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სი.

ჩვენ 20 წე­ლია ერ­თად ვართ. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ვი­ლი არ იყო ჩვენ­თვის. ორი­ვე ლი­დე­რი, ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის ჩვე­ნი ფო­ტო­სე­სი­ე­ბი ერ­თგვა­რი შოუ იყო, სა­დაც ნა­კა­ნი-მა­მა­სახ­ლი­სის კინ­კლა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ სი­ცილ­სა და აღ­ტა­ცე­ბას ვიწ­ვევ­დით ხალ­ხში.

სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და გა­დავ­ლა­ხეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი. დღეს ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ და გვეს­მის დრო­ი­სა და არ­ჩე­ვა­ნის ფასი. სამ­ჯერ დავ­შორ­დით და მა­ინც ავირ­ჩი­ეთ ერ­თმა­ნე­თი. უფრო და უფრო ვა­ფა­სებთ ერ­თმა­ნეთს და გან­შო­რე­ბა გახ­და ის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, რა­მაც გვი­ბიძ­გა, გა­დაგ­ვე­ხე­და იმ ზი­ა­ნის­თვის რაც ერ­თმა­ნეთს მი­ვა­ყე­ნეთ და შეგ­ვექ­მნა ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი ვერ­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა”, – წერს მარი ნა­კა­ნი.

  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი