ინდოეთში ოთხსულიანი ოჯახის გარდაცვალების მიზეზს იძიებენ, რომელიც სავარაუდოდ საზამთროს უკავშირდება. ამის შესახებ The Times of India წერს.
კვირას, 26 აპრილს, აბდულა დოდაკიმ, მისმა მეუღლემ ნასრინმა და მათმა ქალიშვილებმა აიშამ და ზაინაბმა მუმბაიში ნათესავებთან ერთად ივახშმეს. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ოთხივე მათგანმა ბაზარში ნაყიდი საზამთრო მიირთვა. დილით ადრე მათ საკვების მოწამვლის სიმპტომები განუვითარდათ, მაშინ როცა სუფრის სხვა მონაწილეები თავს კარგად გრძნობდნენ.
ოჯახის წევრები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმების თქმით, თუნდაც გაფუჭებული საზამთრო იშვიათად იწვევს ასეთ მძიმე მოწამვლას. გასტროენტეროლოგმა აკაშ შუკლამ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ადამიანში გარკვეულმა ხილმა შესაძლებელია მკვეთრი რეაქცია გამოიწვიოს, თუმცა საზამთრო ამ სიაში, როგორც წესი, არ შედის.
ამ ეტაპზე გამომძიებლები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების სრულ დასკვნას ელოდებიან.


