კვირა, აპრილი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიოქროს ფასმა $3,200-ს გადააჭარბა – ინვესტორებში გლობალური რეცესიის შიშმა იმატა

ოქროს ფასმა $3,200-ს გადააჭარბა – ინვესტორებში გლობალური რეცესიის შიშმა იმატა

დღეს უნცია ოქროს ფასმა ახალ რეკორდულნიშნულს – 3,237.56 აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ძვირფასი ლითონი კვირის განმავლობაში თითქმის 6%-ით არის გაძვირებული. ფასის ზრდა დოლარის სუსტი კურსითა და აშშ-ჩინეთს შორის გამწვავებული სავაჭრო ომით არის გამოწვეული, რამაც გლობალური რეცესიის შიშები კიდევ უფრო გაამძაფრა.

„რეცესიის რისკები იმატებს, ობლიგაციებზე სარგებელი მკვეთრად იზრდება, ხოლო დოლარი გაუფასურებას განაგრძობს – სწორედ ეს ფაქტორები აქცევს ოქროს კრიზისის დროს სტაბილურ და ინფლაციისგან დამცავ აქტივად,“ – აცხადებს კომპანია Heraeus Metals Germany-ის ძვირფასი ლითონების ტრეიდერი.

ცოტა ხნის წინ ჩინეთმა აშშ-ის იმპორტზე ტარიფები 125%-მდე გაზარდა, რითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფების დაწესებას უპასუხა. ამან ქვეყნებს შორის გაჩაღებული სავაჭრო ომი კიდევ უფრო გაამძაფრა, რაც სფეროს ექსპერტების მოლოდინით, გლობალური მომარაგების ჯაჭვს დიდ საფრთხეში ჩააგდებს.

ამავდროულად, დოლარის ღირებულება მკვეთრად დაეცა, რაც ოქროს საერთაშორისო მყიდველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ოქრო ფასი ზრდის ტენდენციას უკვე მეორე წელია, აგრძელებს. მხოლოდ მიმდინარე წელს მისი ფასი თითქმის 21%-ით არის გაზრდილი. ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდას გლობალური გაურკვევლობები, ცენტრალური ბანკების მოთხოვნა და ოქროში გაზრდილი ინვესტიციები უწყობს ხელს.

„ოქროს ფასს ზრდის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს – ოპტიმისტურ სცენარში, მომდევნო თვეებში ფასი შესაძლოა 3,400-3,500 დოლარამდე გაიზარდოს,“ – აცხადებენ UBS-ის ანალიტიკოსები.

რაც შეეხება სხვა ძვირფას მეტალებს – ვერცხლის ფასი 0.9%-ით გაიზარდა და 31.46 დოლარს მიაღწია; პლატინა 0.4%-ით გაიაფდა და 934.60 დოლარად ფასობს; პალადიუმი კი 1.6%-ით გაძვირდა და მისი ფასი 922.68 დოლარს შეადგენს.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
  საბავშვო ევროვიზია 2025 წელს თბილისში ჩატარდება — დეტალები უკვე ცნობილია
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი