გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს.
დაზარალებულთა შორის ხუთი ბავშვი და ერთი მშობელია, მათ სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ.
შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.
ცხოველების სკოლის ტერიტორიიდან გაყვანა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის დამჭერმა ოპერატორებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). VIDEO: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. 18 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/video-გურჯაანის-მუნიციპალიტე/
