22 სექტემბერს არის ხსენება წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმე და ანასი.
ტროპარი
რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხორებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი
Sheni Network
იხარებს აწ ანა ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი და ზრდის ყოვლადუხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.
22 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის შემდგომ დღესასწაულს, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა – იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს.
წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ,
მათი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, რომ ღვთის იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ,
მათ ღრმა მოხუცებულობაში შვეს სამყაროს დედუფალი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.
ვისაც შვილი არ ჰყავს არასოდეს არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი, უფალი აუცილებლად მოახდენს სასწაულს.
აი, ამიტომ ასეთი ოჯახები ხშირად უნდა ევედრონ იოაკიმესა და ანას.
ლოცვა წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმ და ანასი:
ტროპარი:
რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხორებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი:
იხარებს აწ ანა ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი და ზრდის ყოვლადუხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.
წმიდა იოაკიმე და წმინდა ანა იუდეის პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე წმინდა დავით მეფის შთამომავალი იყო, ანა კი მღვდელმთავარ აარონისა. ერთი მეფეთა გვარიდან, მეორე მღვდელმთავართა გვარიდან.
ისინი მართლმრწმუნე ადამიანები იყვნენ. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა – უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. იმ დროს უშვილობა ითვლებოდა ღვთის სასჯელად, ცოდვების გამო. წმიდა იოაკიმეს ძველი აღთქმის სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლეს გაშორებოდა და სხვა შეერთო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
მართალ იოაკიმეს ერთხელ იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის უფლებაც არ მისცა მღვდელმთავარმა. დამწუხრებული მოხუცი უდაბნოში გავიდა და ორმოცი დღე მარხვასა და ცრემლიან ლოცვაში გაატარა.
მართალი ანა მწარედ ტიროდა და ლოცულობდა. თუმცა, მორწმუნე ცოლ-ქმარს ღვთის იმედი არ დაუკარგავთ, და აღთქმა დადეს, თუ მიეცემოდათ შვილი, მას ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.
უფალმა შეისმინა მათი. მართალ ანას გამოეცხადა მთვარანგელოზი გაბრიელი და აცნობა, რომ შვილი შეეძინებოდათ, რომელიც განდიდ-დებოდა. ღმერთმა “ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქა-ლწული, ხოლო იოვაკიმს – მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვანყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა” – წერს წმინდა ანდრია კრეტელი.
ანგელოზი გამოეცხადა მართალ იოაკიმესაც და მასაც ეუწყა სასიხარულო ცნობა.
მართლაც, გავიდა ხანი და მართალმა ანამ იმშობიარა – შეეძინათ ქა-ლიშვილი, რომელსაც მარიამი დაარქვეს, როგორც ანგელოზის მიერ იყო ნათქვამი.
ბედნიერი მშობლები სიხარულით ზრდიდნენ პატარა მარიამს, მერე კი იერუსალიმის ტაძარში მიაბარეს.
წმიდა იოაკიმემ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და ოთხმოცი წლისა გარდაიცვალა. ამის მერე მართალი ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი შვილთან ახლოს ცხოვრობდა. ორ წელიწადში ისიც მიიცვალა.
წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 22 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც.
როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“.
ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ .
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ. 22 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-წმინდა-იოაკიმე-და-წმ/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b/
sheniekimi.ge/ambebi
