ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ორი შვილი დარჩა, საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და ამ დროს მოკლეს“ - რას...

„ორი შვილი დარჩა, საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და ამ დროს მოკლეს“ – რას წერენ დანიაში მოკლულ ქართველზე ახლობლები

რამდენიმე დღის წინ დანიაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ხვალ საქართველოში ჩამოსვენებენ. ბათუმელი ფრიდონ იაკობიძე დანიაში სამუშაოდ იყო წასული. როგორც ახლობლები ამბობენ, ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, იმ დღეს დანიის აეროპორტში მიდიოდა, როცა სიცოცხლეს გამოსალმეს.

არსებული ინფორმაციით, მას დამნაშავემ სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, დანით მიაყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

“პირველ აპრილს გახდებოდა ფრიდონი 32 წლის. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, 6 წლის და ერთი წლის. დანიაში სამუშაოდ იყო წასული. შვილები, ოჯახი ძალიან ენატრებოდა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და ამ დროს მოკლეს. მკვლელობის დეტალები ჩვენთვის უცნობია.

თბილისის აეროპორტში ხვალ ჩამოასვენებენ და ალბათ ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მომხდარზე, თუ რა ვითარებაში და რატომ მოკლეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი, მართლა ძალიან კარგი ბიჭი იყო. ძალიან მტკივა გული და მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ოჯახზე უზომოდ შეყვარებული მამა და მეუღლე იყო. ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ის ჩვენ გვერდით არ იქნება. როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ისე მკაცრად უნდა ისჯებოდნენ ადამიანის მკვლელები, რომ მეორემ არ გაბედოს ასეთი გაუგონარი დანაშაულის ჩადენა. ისეთი მძიმე მდგომარეობაა მის სახლში, რომ ვერავის ვერაფერს ვეკითხები. ერთი ეს ითქვა, რომ ვიღაც აფრო-ამერიკული წარმოშობის მამაკაცმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ხვალ გადმოასვენებენ ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში და ალბათ მერე გაირკვევა, იქ რა მოხდა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკონში აქვთ სოფელი. ვერ დასცალდა სამშობლოში დაბრუნება და ოჯახთან ჩახუტება”, – ამბობს ოჯახი ახლობელი.

ფრიდონ იაკობიძის მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა და მას შემდეგ სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ყველა განიცდის მომხდარს და ახლობლები ერთმანეთს უსამძიმრებენ მომხდარს.

“რა ბედნიერები ვიყავით, სულ შაშვის გეძახდი, ჩემო ფრიდონ, ერთად ვიზრდებოდით, სული მეწვის, გული მეწვის, ჩვენ ხომ ერთ სახლში ვიზრდებოდით და ძმასავით იყავი, ერთად ვთამაშობდით, ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ. ეს რა გავიგე, ვერ ვიჯერებ, რომ აღარ მყავხარ. შენ არ იყავი ამის ღირსი, შენი სოცოცხლე ასე არ უნდა დასრულებულიყო. როცა მიდიოდი, გზა დაგილოცე, ასე რომ დასრულდებოდა ყველაფერი, ამას როგორ ვიფიქრებდი?!

  „არ შეგეზაროთ საყვარელ ადამიანებს უთხრათ, რომ გიყვართ... ხვალ არ ვიცით რა მოხდება“ – ხათუნა სამნიძე

ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ჩვენო შოშია, გაგვიფრინდი, არ მჯერა ფრიდონ”, – წერს მოკლულის ახლობელი.

სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა ასევე შოთო სიხარულიძემ:

“მოკლეს ქართველი ემიგრანტი დანიაში, 32 წლის ფრიდონი იაკობაძე, მოკლეს სასტიკად. გლოვობს ჩემი ბათუმი. სიცოცხლე მოგისწრაფეს ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო, შენი ორი პატარა პრინცესა როგორ დააობლეს. დავმუნჯდი მე….ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეები ჯერ ვერდაჯერებული და ვერგააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსე სახეეებია ირგვლივ. შეძრული, თავზარდაცემული ვარ… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ეს რა ცრემლ-ცეცხლი ტრიალებს, ენა ვერ აღწერს.. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა ოჯახისა და ახლობლების მიმართ…

32 წლის ასეთი ახალგაზრდა, პატარა დროა ბედნიერებისთვის…. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული იყავი. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 32 წელი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი… ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება.

ვზივარ თავზარდაცემული გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის. გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის? ანგელოზი ვაჟკაცი სასტიკად რომ მოუკლეს….სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ სადაც ბევრი ჩვენიანია,..”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი