პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedორი სოფელი შოყა და გომარო დაზარალდა - სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო...

ორი სოფელი შოყა და გომარო დაზარალდა – სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი, – ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ განაცხადა.

როგორც გოჩა ქიმაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგად ძირითადად ორი სოფელი შოყა და გომარო დაზარალდა.

„გომაროში შვიდი ოჯახის ევაკუაცია მოხდა. გაცილებით ცუდი მდგომარეობა იყო გუშინ სოფელ შოყაში ოთხი ოჯახი დაზარალდა, სამი ოჯახის სახლი უკვე საცხოვრებლად უვარგისია. საქონლის სადგომი წაიღო წყალმა პირუყვთან ერთად. ყველა გადაყვანილი გვყავს უსაფრთხო ადგილზე. დღეიდან ჩვენ უკვე გვაქვს მიცემული განკარგულება შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბინები, სადაც ქირით გავიყვანთ. ადგილზევე შეიქმნა შტაბი, რომელსაც კოორდინაციას უწევს საგანგებო სამსახური“, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სოფელი გომარო და შოყა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი