შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაურა დალმაიერი პაკისტანში დაიღუპა

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაურა დალმაიერი პაკისტანში დაიღუპა

გერმანელი ბიათლონისტი ლაურა დალმაიერი პაკისტანის მთებში ქვათაცვენის შედეგად დაიღუპა. ის 31 წლის იყო.

დალმაიერი ქვათაცვენაში 28 ივლისს, დაახლოებით 5700 მეტრის სიმაღლეზე მოჰყვა, როდესაც ლაილას მწვერვალზე ადიოდა. მისმა მეწყვილემ სამაშველო სამსახური დაუყოვნებლივ გამოიძახა, თუმცა სპეციალისტებმა სპორტსმენთან დროულად მისვლა უამინდობის გამო ვერ მოახერხეს.

დალმაიერი 2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიათლონისტი იყო. 2016/2017 წლების სეზონში მან მსოფლიო თასი მოიგო, 2018 წელს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მის ანგარიშზეა მსოფლიო ჩემპიონატის 7 ოქროს მედალი. მან კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა და ამის მიზეზად საჭირო მოტივაციის არარსებობა დაასახელა.

დაგაინტერესებთ: “მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა… თამაშობდა. ალბათ, წააგო” – მარიამ ტატანაშვილი ამბობს, რომ მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა უახლოესმა ადამიანმა მოჰპარა

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი