ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიური პროგრესი – ალბათ, 10 წელიც და სრულად განკურნებადი გახდება…

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიური პროგრესი

რადიაციულმა ონკოლოგმა ბესიკ სოკურაშვილმა პოდკასტში „ოთარი ექიმი“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ისაუბრა. 

„რაც შეეხება სტადიას, ადრე სხივური თერაპიით დაავადებას მხოლოდ ორ შემთხვევაში ვებრძოდით: ან ადრეულ სტადიაზე, როდესაც რადიკალური მკურნალობის რეჟიმი იყო ან პალიატიურად – როდესაც მას ტკივილის მოხსნისა და სისხლდენის შეჩერების მიზნით ვიყენებდით. პალიატიური არის დამხმარე მკურნალობა სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუმცა, დღეს ეს ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ სურათი სრულად შეიცვალა.

უნდა აღინიშნოს, სხივური თერაპია სხვა მიმართულებებთან შედარებით წინ იმიტომ წამოვიდა, რომ ის ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან. ადრე თუ გარკვეული ცვლილებები 5 ან 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა აპარატურა ყოველწლიურად ისე იხვეწება, იცვლება და ვითარდება, რომ მკურნალობის ეს მიმართულება უაღრესად ეფექტური გახდა. სწორედ ამიტომ, თუ ადრე მხოლოდ პალიატიურ (დამხმარე) და რადიკალურ მკურნალობას ვიყენებდით, ახლა მეოთხე სტადიაზეც კი შეგვიძლია რადიკალური მკურნალობის ჩარჩოებში დავრჩეთ…

მე აღარ ვუყურებ ონკოლოგიურ დაავადებას ისეთ საშიშ მოვლენად, როგორადაც ის ადრე აღიქმებოდა. მოსახლეობა ამას ჯერ ვერ აცნობიერებს, რადგან არ აქვს საშუალება, დეტალურად იცოდეს, რა ხდება ამ სფეროში. ახლახან ვიყავით სტოკჰოლმში კონფერენციაზე და ჩემს თანამშრომლებს ვეუბნებოდი: მგონი, სულ რაღაც 10 წელიც და ეს დაავადება სრულად განკურნებადი გახდება.“- ამბობს ბესიკ სოკურაშვილი პოდკასტში „ოთარი ექიმი“ .

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიური პროგრესი – ალბათ, 10 წელიც და სრულად განკურნებადი გახდება…. 22 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ონკოლოგიური-დაავადებები/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Engineer ( Kotlin + Node.js )

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T21:16:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi