ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
მთავარირჩევებიექიმიონკოლოგის საგანგაშო განცხადება - „აფლატოქსინები, განსაკუთრებით B1 ფორმა, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე...

ონკოლოგის საგანგაშო განცხადება – „აფლატოქსინები, განსაკუთრებით B1 ფორმა, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბუნებრივ კანცეროგენად”

ცნო­ბი­ლი ექი­მი ონ­კო­ლო­გი და გე­ნე­ტი­კო­სი ალექ­სან­დრე თა­ვარ­თქი­ლა­ძე, ძრო­ხის რძის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას­თან ატე­ხილ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუშ­ში აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბა და და­ლუქ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა “სოფ­ლის ნო­ბა­თის” რძის ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და.

ალექ­სან­დრე თა­ვარ­თქი­ლა­ძე:

ძა­ლი­ან რთუ­ლია როცა ვის­მენთ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში არის ნა­პოვ­ნი ისე­თი კან­ცე­რო­გე­ნი, რო­გო­რი­ცაა აფ­ლა­ტოქ­სი­ნი… თუმ­ცა მე, რო­გორც ონ­კო­ლო­გი და გე­ნე­ტი­კო­სი ვფიქ­რობ, რომ მო­ცე­მუ­ლი სა­კი­თხი კარ­გად/სწო­რად უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი და არ უნდა მი­ვე­ცეთ უკი­დე­გა­ნო სტრესს, თუმ­ცა ვფიქ­რობ, სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას…

…ცუდი ის არის, რომ აქ მწვა­ვე მო­წამ­ვლა­ზე არ გვაქვს აქ­ცენ­ტი (რა­ზეც კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა)… რა შე­დე­გიც და­ი­დო არის ის, რომ ალფ­ლა­ტოქ­სი­ნის ეს დოზა ვერ გა­მო­იწ­ვევს მწვა­ვე მო­წამ­ვლას… მაგ­რამ… აფ­ლა­ტოქ­სი­ნი B1 და მისი მე­ტა­ბო­ლი­ტი აფ­ლა­ტოქ­სი­ნი M1 (რო­მე­ლიც რძე­ში გა­და­დის და სწო­რედ რძის პრო­დუქ­ტებ­ში გვხვდე­ბა), ხა­სი­ათ­დე­ბა კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ანუ ორ­გა­ნიზ­მში დაგ­რო­ვე­ბი­თი და პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ბი­ო­ქი­მი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით.

რო­გორ ხდე­ბა დაგ­რო­ვე­ბა (კუ­მუ­ლა­ცია)?

– აფ­ლა­ტოქ­სი­ნი B1 ღვიძ­ლში მე­ტა­ბო­ლიზ­დე­ბა და გარ­და­იქ­მნე­ბა აქ­ტი­ურ მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბად, მათ შო­რის აფ­ლა­ტოქ­სი­ნი M1-დ, რო­მე­ლიც შემ­დეგ ხვდე­ბა რძე­სა და რძის პრო­დუქ­ტებ­ში. – ქრო­ნი­კუ­ლი მოხ­მა­რე­ბი­სას მცი­რე დო­ზე­ბიც კი თან­და­თა­ნო­ბით სხე­ულ­ში დაგ­რო­ვე­ბას იწ­ვევს, რაც და­ზი­ა­ნე­ბის რისკს ზრდის.

რა­ტომ და რო­გორ იზ­რდე­ბა კი­ბოს რის­კი ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბი­სას?

აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით B1 ფორ­მა, მიჩ­ნე­უ­ლია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ბუ­ნებ­რივ კან­ცე­რო­გე­ნად. ის ძი­რი­თა­დად ზრდის:

1. ღვიძ­ლის კი­ბოს (ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი კარ­ცი­ნო­მა) გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

2. DНA-ის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და გე­ნუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა სხვა სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბა აფ­ლა­ტოქ­სი­ნის M1 ფორ­მას

– აფ­ლა­ტოქ­სი­ნი M1, რო­მე­ლიც რძე­ში გა­და­დის, B1-თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად, თუმ­ცა მა­ინც კან­ცე­რო­გე­ნუ­ლია და შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში და ქრო­ნი­კუ­ლად მომ­ხმა­რე­ბელ პი­რებ­ში.

  პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს

– მუდ­მი­ვად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით აფ­ლა­ტოქ­სი­ნის შემ­ცვე­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ჯა­მურ რისკს.

ასე­ვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ…

აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის რის­კი მა­ღა­ლია კუს­ტა­რუ­ლად (სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით) დამ­ზა­დე­ბულ ჩირ­სა და ჩა­ი­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც პრო­დუქ­ტი ინა­ხე­ბა არას­წო­რად ან მო­უ­ხერ­ხე­ბელ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ტე­ნი­ა­ნო­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღა­ლია.

რა­ტომ წარ­მო­იქ­მნე­ბა აფ­ლა­ტოქ­სი­ნი კუს­ტა­რულ პრო­დუქ­ტებ­ში?

აფ­ლა­ტოქ­სი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა Aspergillus-ის ტი­პის სო­კო­ე­ბის (ძი­რი­თა­დად Aspergillus flavus და Aspergillus parasiticus) მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. მათი ზრდის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბია:

• მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა (70%-ზე მეტი)

• სით­ბო (20-40°C)

• ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა და ზო­გა­დად მზა პრო­დუქ­ცი­ის შე­ნახ­ვის არა­ვენ­ტი­ლი­რე­ბუ­ლი სა­წყო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა

• არას­წო­რი ან არა­საკ­მა­რი­სი გა­მოშ­რო­ბა.აფ­ლა­ტოქ­სი­ნის რის­კის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია:

• ჩირი (გან­სა­კუთ­რე­ბით ლეღ­ვი, ქიშ­მი­ში, ქლი­ა­ვი, ატა­მი, ვაშ­ლი, გარ­გა­რი)

• ჩაი და მცე­ნა­რე­უ­ლი ნა­ყე­ნე­ბი, თუ ჩაის მცე­ნა­რე (ბა­ლა­ხე­უ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი) ცუ­დად გაშ­რა ან ტე­ნი­ან, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში შე­ი­ნა­ხეს.

რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ რის­კი?

• შე­არ­ჩი­ეთ პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც კარ­გა­დაა გამ­შრა­ლი, არ არის ტე­ნი­ა­ნი, წე­ბო­ვა­ნი და არ გა­აჩ­ნია ობის ან უც­ნა­უ­რი სუ­ნის ნიშ­ნე­ბი.

• პრო­დუქ­ტი ინა­ხეთ მშრალ, გრილ და კარ­გად ვენ­ტი­ლი­რე­ბულ სივ­რცე­ში.

• რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­ა­მოწ­მეთ პრო­დუქ­ტე­ბი და მო­ი­შო­რეთ ნე­ბის­მი­ე­რი ობის ნიშ­ნის მქო­ნე ჩირი ან ჩაი.

• ას­პერ­გი­ლუს ფლა­ვუ­სი შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ ობის სა­ხით ვერ და­ვი­ნა­ხოთ და მა­გა­ლი­თად ვიგ­რძნოთ გემო… გან­სა­კუ­თე­ბით ცხე­ლი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის დროს ის ორ­გა­ნიზ­მში ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა და ნელ-ნელა გროვ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ანუ კუ­მუ­ლირ­დე­ბა და აზი­ა­ნებს ჩვენს გე­ნებს და შემ­დეგ პო­ტენ­ცი­უ­რად ზრდის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბე­ბის და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს.

ამ­გვა­რად, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ ჩირ­სა და ჩა­ი­შიც აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის რის­კი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­წო­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­ში. ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პრო­დუქ­ტის ხა­რისხსა და შე­ნახ­ვის წე­სებს.

ამი­ტომ უნდა გა­კონ­ტროლ­დეს ყვე­ლა ხსე­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი და არა მხო­ლოდ აფ­ლა­ტოქ­სი­ბენ­ზე არა­მედ სხვა გავ­რცე­ლე­ბულ კან­ცე­რო­გე­ნებ­ზეც:

1. აფ­ლა­ტოქ­სი­ნი B1• პრო­დუქ­ტე­ბი: მარ­ცვლე­უ­ლი, თხი­ლე­უ­ლი, ჩირი, ჩაი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი

  კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები ტვინის კიბოსთან დაკავშირებული არ არის

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: ღვიძ­ლის კიბო

2. ნიტ­რო­ზა­მი­ნე­ბი (Nitrosamines)

• პრო­დუქ­ტე­ბი: და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცი (ძეხ­ვი, სო­სი­სი, ლორი, ბე­კო­ნი)•

ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: კუ­ჭის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, საყ­ლა­პა­ვის კიბო

3. პო­ლი­ციკ­ლუ­რი არო­მა­ტუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბი (PAH)

• პრო­დუქ­ტე­ბი: გრილ­ზე ან ნახ­შირ­ზე შემ­წვა­რი ხორ­ცი, შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: კუ­ჭის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, ფილ­ტვის კიბო

4. ჰე­ტე­რო­ციკ­ლუ­რი ამი­ნე­ბი (HCAs)

• პრო­დუქ­ტე­ბი: მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხორ­ცი (მწვა­დი, შემ­წვა­რი)

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, პანკრე­ა­სის, პროს­ტა­ტის კიბო

5. აკ­რი­ლა­მი­დი

• პრო­დუქ­ტე­ბი: შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი, ჩიფ­სე­ბი, გა­მომ­ცხვა­რი პური, ტოს­ტე­ბი, ორ­ცხო­ბი­ლე­ბი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: თირკმლის, საშ­ვი­ლოს­ნოს, საკ­ვერ­ცხის, პანკრე­ა­სის კიბო6. ალ­კოჰო­ლი (ეთა­ნო­ლი)

• პრო­დუქ­ტე­ბი: ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: ღვიძ­ლის, პი­რის ღრუს, საყ­ლა­პა­ვის, მკერ­დის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კიბო

7. ბენ­ზო­პი­რე­ნი

• პრო­დუქ­ტე­ბი: შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცი და თევ­ზი, ნახ­ში­რის ცე­ცხლზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: კუ­ჭის, საყ­ლა­პა­ვის, ფილ­ტვის კიბო

8. ფორ­მალ­დე­ჰი­დი

• პრო­დუქ­ტე­ბი: ცუ­დად შე­ნა­ხუ­ლი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, ზო­გი­ერ­თი კონ­სერ­ვი, და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: ნა­ზო­ფა­რინ­გე­ა­ლუ­რი, კუ­ჭის კიბო, ლე­ი­კე­მია

9. დი­ოქ­სი­ნე­ბი

• პრო­დუქ­ტე­ბი: ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი, თევ­ზი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი, კვერ­ცხი (და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შემ­თხვე­ვა­ში)

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: ღვიძ­ლის კიბო, ლიმ­ფო­მა, ფილ­ტვის, კა­ნის კიბო

10. ტრანს-ცხი­მე­ბი

• პრო­დუქ­ტე­ბი: მარ­გა­რი­ნი, გა­მომ­ცხვა­რი ტკბი­ლე­უ­ლი, ჩიფ­სე­ბი, სწრა­ფი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, მკერ­დის, პროს­ტა­ტის კიბო

11. ხე­ლოვ­ნუ­რი და­მატ­კბობ­ლე­ბი (სა­ქა­რი­ნი, ას­პარ­ტა­მი)

• პრო­დუქ­ტე­ბი: გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: სა­შარ­დე ბუშ­ტის კიბო, ლიმ­ფო­მე­ბი, ლე­ი­კე­მია

12. ბის­ფე­ნოლ A (BPA)

• პრო­დუქ­ტე­ბი: კონ­სერ­ვის ქი­ლე­ბი (ბის­ფე­ნო­ლით და­ფა­რუ­ლი), პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი, სასმლის ბოთ­ლე­ბი

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე: მკერ­დის, პროს­ტა­ტის, საკ­ვერ­ცხის, საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნე­ე­ბი

ამი­ტომ სიმ­შვი­დი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­სურ­ვე­ლია პრო­დუქ­ტე­ბი კონ­ტროლ­დე­ბო­დეს სხვა გავ­რცე­ლე­ბულ კან­ცე­რო­გე­ნებ­ზეც…

რაც შე­ე­ხე­ბა აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი, ქრო­ნი­კუ­ლი მოხ­მა­რე­ბა ნამ­დვი­ლად ზრდის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს

ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი და დაც­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით…

  ადამიანების 99% ფორთოხალს არასწორად ჭამს - როგორ უნდა მიირთვათ სწორად

მე პი­რა­დად ამ სა­კი­თხმა ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვა, თუმ­ცა იმედს ვი­ტო­ვებ რომ ბევ­რად მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ვაგ­რო­ვებ ამ მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩემს მოკ­რძა­ლე­ბულ აზრს მო­გა­წო­დებთ, თა­ვი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE