ომლეტი ბოსტნეულით

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ომლეტი ერთ-ერთი საუკეთესო საუზმეა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტკბილი არ უყვარს. კვერცხი მდიდარია ცილითა და ვიტამინებით, თანაც მისი მომზადება ბევრნაირად შეიძლება.

უმჯობესია, თუ ომლეტის შეწვისას გამოიყენებთ ზეითუნის ზეთს. ასევე, იმისთვის რომ საუზმე მართლაც ჯანსაღი იყოს, კვერცხთან ერთად მიირთვით დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბოსტნეული. თქვენი მიზანია, თეფშის ნახევარი მაინც სხვადასხვა ფერის ბოსტნეულს ეკავოს, რადგან სხვადასხვა ფერის ბოსტნეულს, სხვადასხვა სახის სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის.

ერთ-ერთი ნაირსახეობაა ომლეტი ისპანახით, ყველითა და სოკოთი. სამივე ინგრედიენტი სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ერთად გემრიელ კომბინაციას ქმნის.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი
  • სოკო
  • ისპანახი
  • ბოსტნეული გემოვნებით (ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც მაცივარში გაქვთ, მაგალითად ტკბილი წიწაკა, ხახვი, პომიდორი და სხვა.)
  • ყველი
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების მეთოდი:

- Advertisement -
Ad imageAd image

ტაფაზე მოშუშეთ ჯერ სოკო, შემდეგ ისპანახი. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ ისპანახი და სოკო (ან რა ბოსტნეულიც გამოიყენეთ). თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე და დაასხით ათქვეფილი კვერცხი.

ბოლოს დაამატეთ გახეხილი ყველი და რამდენიმე წუთში თქვენი ჯანსაღი საუზმე მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

კითხვის გაგრძელება #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ომლეტი ბოსტნეულით. 13 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ომლეტი-ბოსტნეულით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi