პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი… ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას...

„ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი… ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ახლა კი ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული“ – ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი, აფხაზეთში გატარებულ დროსა და ბავშვობის მოგონებებზე სოციალურ ქსელში ხშირად წერს.

ამჯერად, ნინო კვარაცხელია ეხმიანება „აფხაზური ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია, თუ რა ვითარებაა ქალაქ ტყვარჩელში და წერს:

„ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული პატარა, კოპწია, იდუმალი დასახლება საბაგიროებით… ხიდიდან იწყებოდა და უზარმაზარ მთებში იკარგებოდა…

დედას ბიძაშვილები ცხოვრობდნენ მანდ… მახსოვს, გასვენებაში ვიყავით ბოლოს…ზურიკო, ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნათესავების… ახლა კი რუსული „მშვიდობის წყალობით“ ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული ქალაქი… ჭირისუფლად კი ბუნება მოგვევლინა, მეტი რაღა ქნას, ეფერება და ალამაზებს“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში

  თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება — 30 ქვეყანა, 100-ზე მეტი მარანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი