ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიომბუდსმენის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვალს, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე "ინგოროყვას კლინიკაში"...

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვალს, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე “ინგოროყვას კლინიკაში” და “ვივამედში”, აქციებზე დაკავებული 25 პირი მოინახულეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და “ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში” თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. ასევე, რწმუნებულმა კლინიკა “ვივამედში” მოინახულა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია.

ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

“საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები – გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.

დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად. ზოგიერთის თქმით, ისინი გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდნენ და ტროტუარზე დააკავეს.

სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. აპარატი გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

13 March, 2025
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

მარტი 13, 2025
5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 13, 2025
ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

მარტი 13, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

მარტი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

მარტი 13, 2025
რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

მარტი 13, 2025
რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

13 მარტი 2025
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

მარტი 13, 2025
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

მარტი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი