ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვეს – ცნობილია, ვინ არის მომღერლის რჩეული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვეს. ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში წერს:

“მე ვთქვი კი. Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუუუუპერ აგენტი! 🙌🏻 მას შემდეგ რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა.

მაგრამ რაც დროთა განმავლობაში შევნიშნე, იყო უფრო ღრმა და ნამდვილი, მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს✨

თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, სიმართლეზე და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული❤️ ის გახდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი.

- Advertisement -
Ad imageAd image

როცა ლოს ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული.

ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე  შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი.

ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით  ვამბობ:
დიახ. ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე
Mrs. Prince”,- წერს ნუცა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვეს – ცნობილია, ვინ არის მომღერლის რჩეული. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნუცა-ბუზალაძეს-ხელი-სთხო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi