სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა. წირვას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებდა.
ტაძარში სამების მგალობელთა გუნდთან ერთად იმყოფებოდა ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, რომელმაც პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობელი, „კირიე ელეისონ“ შეასრულა.
ილია მეორე გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმინდესი დღეს, 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს და დაკრძალეს. Ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.


