ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ გავაფორმოთ ინტერიერი სააღდგომოდ

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი სააღდგომოდ

სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებული განწყობა ყველა დეტალში იგრძნობა –  მათ შორის ჩვენს პირად სივრცეშიც. ინტერიერში სადღესასწაულო ელემენტების შეტანა უკვე ტრადიციად იქცა. აღდგომის დღესასწაული კი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. სააღდგომოდ სპეციალურ ნაკეთობებს ქართული ბრენდები წელსაც ტრადიციისამებრ წარადგენენ.

სტატიაში გაგაცნობთ სწორედ სააღდგომო თემატიკის კოლექციებს, რომლებიც ორიგინალური დიზაინით ტრადიციულ ელემენტებს თანამედროვე ცხოვრების სტილთან აერთიანებს:

 

 

Ceramic Studio 1300

თუ თქვენი ინტერიერის სააღდგომო თემატიკის ნივთებით გალამაზება გიყვართ და ამავდროულად, თანამედროვე, მინიმალისტური ესთეტიკა მოგწონთ, მაშინ Ceramics Studio-ს კოლექციის დათვალიერებას გირჩევთ. პასტელური ფერებით შექმნილ ამ გამორჩეულ ნაკეთობებს ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში, Fabrika-ში მდებარე სივრცეში აღმოაჩენთ.

 

WHITE Studio

კერამიკის სტუდია White Studio სადღესასწაულო განწყობას გამორჩეული თემატური კოლექციით ქმნის. სტუდიის შოურუმში მრავალფეროვანი ნაკეთობები შეგხვდებათ, რომელთა დიზაინში წელს ლურჯი, წითელი და პასტელური ფერები დომინირებს. კოლექცია სტუდიისათვის დამახასიათებელი ტექნიკით და ხელწერით შესრულებულ ფუნქციურ და დეკორატიულ ნივთებს აერთიანებს. White Studio-ს სააღდგომო კოლექცია წარმოდგენილია სტუდიის ვებგვერდზე და ასევე ფიზიკურ სივრცეებში, რომლებიც მდებარეობს: აბაშიძის 29 ნომერში, ვაკე, პეტრიაშვილის 18 ნომერში, “სითი მოლის“ სივრცეში და რუსთაველის 17 ნომერში.

 

Kirke ceramics

Kirke ceramics კიდევ ერთი კერამიკის სტუდიაა, რომელიც უნიკალურ ნაკეთობებს ქმნის. ამჯერად სტუდია სააღდგომო თემატიკის კოლექციას გვთავაზობს, რომელიც პრაქტიკული დანიშნულების დეტალებს და სუვენირებს აერთიანებს. ფერად და ამავდროულად, დახვეწილ კოლექციაში აღმოაჩენთ ხელით მოხატულ დეკორატიულ სააღდგომო კვერცხებს, სუვენირებს თქვენი სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად. Kirke ceramics-ის მაღაზია ქუთაისის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს.

 

Kitchen and Living by Gastronome

თუ გამოკვეთილად მინიმალისტური გემოვნება გაქვთ და გსურთ, სააღდგომოდ თქვენ სუფრაზე ნაკლებად იგრძნობოდეს სადღესასწაულო დეკორი, მაშინ Kitchen and Living by Gastronome-ის კოლექციებში სასურველ ნივთებს აუცილებლად იპოვით. შოურუმში უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნივთი დაგხვდებათ,  სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით კი, მათ შეძენას სპეციალური ფასდაკლებითაც შეძლებთ.

  როგორ შევინახოთ ლობიო, რომ მატლები არ გაუჩნდეს – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ‍გვირჩევს

Moodo

სააღდგომო დღესასწაულისათვის ქართული ბრენდი Moodo ორიგინალური დიზაინის და კონცეფციის მაგიდის სუფრებს გვთავაზობს. Moodo-ს სააღდგომო სუფრის ეს მოდელი ტილოსგან არის დამზადებული. მასზე სააღდგომო კვერცხებთან ერთად, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასით შთაგონებული იმერეთის გერბია მოქარგული. ეს მოდელი მინიმალისტურ დიზაინს ტრადიციულ ელემენტებთან და  თანამედროვე სტილთან აერთიანებს. Moodo-ს სააღდგომო კოლექციების დასათვალიერებლად ბრენდის  ინსტაგრამსა და ფეისბუკს ეწვიეთ.

 

Crater Ceramic Design

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.