ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი: „ბუსა ჟვანიას საქართველოს საზღვრები დატოვებული არ აქვს“

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი: „ბუსა ჟვანიას საქართველოს საზღვრები დატოვებული არ აქვს“

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას საქართველოს საზღვრები დატოვებული არ აქვს.

„მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. ბრალდების მხარემ მიიღო დადგენილება პიროვნების ძებნის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვრები დატოვებული არ აქვს. მაგრამ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და წარმოდგენის თაობაზე. მას შემდეგ თუ გამოიკვეთება ის არ იმყოფება საქართველოში და მიმალულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე“, – აცხადებს პროკურორი  გია შაიშმელაშვილი.

  ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი