შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემანიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა - ის საპატიმროში თავისი ფეხით მიდის

ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა – ის საპატიმროში თავისი ფეხით მიდის

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.

თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა და პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თავად მივა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. მას გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

  ბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღე ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი