შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიონიდერლანდები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

ნიდერლანდები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

ნიდერლანდები 4-დღიან სამუშაო კვირაზე თითქმის სრულად გადავიდა. Eurostat-ის მონაცემებით, 20-დან 64 წლამდე ასაკის დასაქმებულებმა თავიანთ ძირითად სამსახურში, გასულ წელს, კვირაში საშუალოდ 32.1 საათი იმუშავეს, რაც მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

“ოთხდღიანი სამუშაო კვირა ძალიან ჩვეულებრივი გახდა. მე თავად ხუთი დღე ვმუშაობ და ხანდახან ამის გამო მაკრიტიკებენ!”, – ამბობს ერთ-ერთი ჰოლანდიური ბანკის ING-ის ეკონომისტი ბერტ კოლინი.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. ათწლეულების განმავლობაში ნიდერლანდებში ტრადიციულად მამაკაცი იყო ოჯახის მთავარი მარჩენალი, სანამ 1980-იან და 1990-იან წლებში ქალები შრომით ბაზარზე ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ არ გამოჩნდნენ, ამან კი სამუშაო საათების საშუალო მაჩვენებელი დროთა განმავლობაში შეამცირა.

ახლა ეს მოდელი მეინსტრიმული გახდა. მამებიც სულ უფრო ხშირად იყენებენ „მამის დღეს“ ბავშვებზე ზრუნვისთვის..

შემცირებული სამუშაო საათების კრიტიკოსები ხშირად ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებენ, მაგრამ ნიდერლანდები კვლავ ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად რჩება. ეს ქვეყანა საათში მუშაობის მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, სადაც შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების 82% დასაქმებულია. ცნობისთვის, აქ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ბრიტანეთში (75% ), აშშ-ში (72%) და საფრანგეთში (69%).

თუმცა, ევროპული მედია წერს, რომ სისტემა სრულყოფილი ნიდერლანდებში მაინც არ არის. OECD-ის დასკვნით, ის ქალების კარიერულ განვითარებას აფერხებს, ვინაიდან მენეჯერების მხოლოდ 27%-ია ქალი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ სამყაროში. ამასთან, ნიდერლანდებში მუშახელის დეფიციტი მკვეთრად იგრძნობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად განათლება.

ბელგია არის პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც 4-დღიანი სამუშაო კვირა დააკანონეს. შესაბამისი კანონი 2023 წლის 21 ნოემბერს ამოქმედდა, რომელმაც დასაქმებულებს მისცა შესაძლებლობა თავად გადაეწყვიტათ კვირაში 4 დღეს იმუშავებდნენ თუ 5 დღეს. მაშინ ბელგიის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობდა შრომის ბაზრის მოქნილობის ზრდას და დასაქმებულებს უფრო მეტად მისცემდა ოჯახისა და კარიერის შეთავსების შესაძლებლობას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

  21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი