ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის პირველი კვარტლის N22 კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი სრულად იცვლება.
რა ტიპის სამუშაოები ტარდება?
- შეიცვლება 380 გრძივი მეტრი გაყვანილობა
- მონტაჟდება 6 ახალი საკანალიზაციო ჭა
- სამუშაოები მოიცავს როგორც შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის განახლებას.
წყალარინების სისტემის განახლების დასრულების შემდეგ, ინფრასტრუქტურის განყოფილება კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარსაც დააგებს.
სამუშაოებისთვის საჭირო თანხა — 67,800 ლარი, გათვალისწინებულია ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში. პროექტის მიზანია, გაუმჯობესდეს საცხოვრებელი გარემო და დაიცვას მოსახლეობა სისტემური ავარიული პრობლემებისგან.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები