პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემანარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის ბრალდებით დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული ნ.ს., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ვ.ს. და 1975 წელს დაბადებული ო.ო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ,ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეფედრონი”, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260 -ე ტერცია, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

  რამდენი მილიონი გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი