ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

Brent-ის მარკის ნავთობი აზიის ბაზრებზე 109 დოლარამდე გაძვირდა, შემდგომი ვაჭრობისას კი ბარელზე 119,5 დოლარს მიაღწია.

Bloomberg-ის ცნობით, ეს არის ფასის ყველაზე მასშტაბური ნახტომი ერთი დღის განმავლობაში 2020 წლის აპრილის შემდეგ. გამოცემა ასევე წერს, რომ უფრო მაღალ მაჩვენებლებს ნავთობის ფასმა 2022 წლის მარტში მიაღწია (139 დოლარზე მეტი), ხოლო ისტორიული მაქსიმუმი 2008 წელს დაფიქსირდა – ბარელზე 147 დოლარზე მეტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ღირებულების მოკლევადიანი ზრდა „აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ძალიან მცირე ფასია“. მან დაწერა, რომ ფასები „სწრაფად დაიწევს, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე განადგურდება“, ხოლო ყველას, ვინც „სხვანაირად ფიქრობს“, „სულელები“ უწოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. 9 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ნავთობის-ფასმა-100-დოლარს-გა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi