შაბათი, აგვისტო 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმძიმე ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

მძიმე ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. 16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა. ინფორმაციას infoimereti ავრცელებს.
არასწრულწლოვანი საავადმყოფოში  გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.

“ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია. გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ. გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს”,- აღნიშნულია ხონის მერიის განცხადებაში.

  „აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა...“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი